მშობლებისათვის







,,,,,,,










  როგორ დავეხმაროთ ბავშვებს პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაში




                            რა არის ლოგოპედია


                           სამეტყველო წრე

სიახლეების არქივი06 ივნისი , 2013

იანუშ კორჩაკი  გამოჩენილი პოლონელი განმანათლებლი, მწერლი და  ექიმი, რომლის თეორიაც ეფუძნება  ბავშვთა კოლექტიურ და ინდივიდუალურ უნარებს, მშობლებს და, ზოგადად, ადამიანებს ბავშვებთან ურთიერთობისის ურჩევს:  

1. ნუ ელით, რომ თქვენი შვილი იქნება, ისეთი როგორც თქვენ ხართ, ან ისეთი როგორც თქვენ გსურთ. დაეხმარეთ მას იყო არა თქვენნაირი, არამედ ისეთი როგორიც არის თვითონ. 

2. ნუ ითხოვთ  ბავშვისგან გადაგიხადოს ყველაფრისთვის რაც მისთვის გაგიკეთებიათ. თქვენ მას მიეცით სიცოცხლე, როგორც შეუძლია მას ამ სიკეთის დაბრუნება? ის  მისცემს სიცოცხლეს  სხვას  - მესამე.  ეს არის შეუქცევადი კანონი მადლიერების.

3. ნუ აგრძნობინებ ბავშვს თქვენს გაბრაზებას, რათა სიბერეში   მწარე არ პური ჭამოთ . ანუ რასაც დათესთ იმას მოიმკით. 

4. ნუ შეხედავთ ბავშვის  პრობლემებს ზევიდან.   ცხოვრება ეძლევა ყველას შესაძლებლობიდან გამომდინარე. გჯეროდეთ, მას შენზე ნაკლებლად არ უჭირს, შეიძლება მეტედაც, რადგან მას არ აქვს გამოცდილება.  

5. ნუ დაამცირებთ.

6. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია  შეხვედრა ადამიანთან -   შეხვედრა  ბავშვთან.  მეტი ყურადღება დაუთმეთ  მათ, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია წინასწარ ვიცოდეთ ვის ვხვდებით ამ ბავშვში. 

7. ნუ იტანჯავთ თავს, თუ არ შეგიძლიათ რამის გაკეთება თქვენი შვილისთვის. უბრალოდ გახსოვდს, ბავშვისთვის გაკეთებული არასოდეს არაა საკმარისი, ის ყოველთვის მაქსიმუმ ითხოვს. 


8. ბავშვი  არ არის ტირანი, ვინც  მთელ თქვენს ცხოვრებას ისაკუთრებს. იგი  მხოლოდ ნაყოფია სისხლის და ხორცის. ეს არის ძვირფასი თასია, რომელსაც ცხოვრება მიეცით იმიტომ, რომ  შეინახოს და დააგროვოს  შემოქმედებითი ცეცხლი. ეს  გამათავისუფლებელი სიყვარული დედის და მამის, რომელიშიც გაიზრდება არა ”ჩვენი” ან ”მისი” შვილი, არამედ სული ბოძებული.


9. შეძელი გიყვარდეს  სხვისი შვილი. არასოდეს გაუკეთო სხვის შვილს ის, რასაც არ გაუკეთებდი შენსას.

10.გიყვარდეს შენი შვილი ყველანაირი - უნიჭო, წარუმატებელი, მოწიფული.  ეკონტაქტე მას სისტემატურად  - გაახარე, რადგან ბავშვი არის დღესასწაული, რომელიც ჯერ კიდევ თქვენთან ერთად არის.

   http://tornikeeristavi.blogspot.com/
8 შეცდომა რომელსაც მშობელი უშვებს შვილებთან აღზრდისას
ავტორი ჯენიფერ სუნგი
შესაძლებელია ზოგჯერ გეჩვენებათ, რომ თქვენს მცირეწლოვან შვილს აქვს თქვენი წყობილებიდან
 გამოყვანის თანდაყოლილი უნარი. ნუ გეშინიათ დედებო და მამებო! თქვენ მარტონი არ ხართ.
 ეს იმიტომ ხდება, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს აქვთ განსაკუთრებით დიდი სურვილი მთლიანად
 შეიგრძნონ საკუთარი დამოუკიდებლობა და მათი რთული ქცევაც ამ სურვილის მიზეზია.
 გაითვალისწინეთ, რომ მათ ამ ყველაფერთან ერთად ძალიან სჭირდებათ ყურადღება და სიყვარული
 მათი მშობლებისგან თუ სხვა მზრუნველებისგან.
განათლების დოქტორისა და ბავშვთა აღზრდის საკითხზე რამდენიმე წიგნის ავტორის მიშელ ბორბას
 მიხედვით „ბავშვებისთვის 3-დან 5 წლამდე ასაკი ყველაზე აქტიური პერიოდია, რომელსაც მშობლები 
განსაკუთრებით რთულად უმკლავდებიან“.
წარმოგიდგენთ იმ 8 შეცდომის სიას, რომელსაც 3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლები ხშირად 
უშვებენ და გაგიზიარებთ რჩევებს რომლებიც დაგეხმარებათ ამ შეცდომების თავიდან აცილებაში.


1. წესების ხშირი არევა/ დღის განრიგის დარღვევა

„თანამიმდევრულობა და დაწესებული განრიგისა თუ წესების დაცვა სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“ ამბობს პედიატრი და ბავშვის აღზრდის თემაზე რამდენიმე წიგნის ავტორი ტანია რემერ ალტმანი.
როდესაც თქვენ არ მიყვებით დღის გეგმასა და დათქმულ წესებს, 3-5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ეს ძალიან დამაბნეველია. ასეთი სიტუაცია კი შეიძლება გახდეს მათი გაღიზიანებისა და თქვენთვის მიუღებელი ქცევის მიზეზი“ ამბობს ალტმანი. „თუ თქვენ დათქმულ წესებს ზოგჯერ იცავთ და ზოგჯერ არა, ბავშვები ვერ იგებენ რა ხდება და როგორ უნდა მოიქცნენ“. თქვენი პატარა ვერ იგებს გუშინ რატომ დართო დედამ ნება 10 წუთი ეთამაშა სათამაშო მოედანზე ბაღის შემდეგ და დღეს კი ეუბნება „ახლავე მანქანაში ჩაჯექი, არავითარი თამაშიო“. ან გუშინ რატომ წაუკითხა დედამ ძილის წინ წიგნი და დღეს კი ეუბნება არ შემიძლიაო.
როგორ გამოვასწოროთ: ყოველთვის დაიცავით ის, რასაც დათქვამთ – იქნება ეს დისციპლინის საკითხები, ძილის და ჭამის რეჟიმი თუ სხვა რამ. ალტმანის აზრით თუ თქვენს მიერ დათქმული წესების 90%-ს იცავთ ყოველთვის, თქვენი შვილი თავს კარგად იგრძნობს და შესაბამისად თქვენც. ასეთ სიტუაციაში პატარა გამონაკლისებიც უფრო მისაღები ხდება.

2.   აქცენტის გაკეთება ნეგატივზე

როგორც წესი მშობლების უმეტესობას უფრო ადვილად გამოსდის ყურადღების გამახვილება ბავშვის ცუდ საქციელზე ვიდრე კარგზე. ალტმანი ამბობს, რომ მშობლები ძირითადად ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რაც არ უნდათ რომ შვილებმა გააკეთონ და შესაბამისად გამუდმებით ეუბნებიან „ნუ ყვირი“, „ნუ ისვრი“ „ნუ არტყამ“, „ნუ ჯუჯღუნებ“.
როგორ გამოვასწოროთ: ასეთი მიმართვის ნაცვლად უმჯობესია ყურადღება გაამახვილოთ ბავშვის კარგ ქცევაზე და წაახალისოთ და შეძლებისდაგვარად დავაჯილდოვოთ კარგი საქციელისთვის. ჯილდო შეიძლება იყოს ჩახუტება ან კოცნა, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს ამ ასაკში. უთხარით ბავშვს „როგორ მომეწონა ასე წყნარად რომ იჯექი და ყურადღებით მისმენდი“ ან „ როგორ კეთილი იყავი ეზოში ბავშვებთან თამაშის დროს, რაც ძალიან მომეწონა“

3.    მოსალოდნელი გაცხარების/აღელვების ნიშნების უგულებელყოფა

მშობლები ხშირად ცდილობენ ბავშვების დარიგებას, როცა ისინი უკვე გაცხარების პიკში არიან და უმეორებენ “დაწყნარდი, დაწყნარდი“ მაგრამ ასეთ დროს ბავშვი უბრალოდ არ უსმენს მშობელს და ამ სიტყვების თქმას არანაირი შედეგი არ მოაქვს. ასეთი რამ მხოლოდ ბავშვის გაღიზიანებამდე მოქმედებებს და არა მას შემდეგ.
როგორ გამოვასწოროთ: უნდა დააკვირდეთ ბავშვს და გაიგოთ თუ როგორ იქცევა ის გაღიზიანების პიკამდე და რა არის ხოლმე ხშირად ასეთი პიკის მიზეზი. როგორც წესი ამ მიზეზებიდან ყველაზე ხშირია შიმშილი, გადაღლილობა და მოწყენილობა.
ასე რომ ნუ წაიყვანთ ბავშვს მაღაზიაში ან სადმე სხვაგან თუ ის არ არის კარგად გამოძინებული და დანაყრებული. ეცადეთ გასვლის წინ თან იქონიოთ ხილი ან რამე სხვა საჭმელი ყოველი შემთხვევისთვის. ასევე ნუ გააჩერებთ მთელი დღე ბავშვს სახლში ოთახში გამოკეტილს, გაასეირნეთ და ეთამაშეთ.

4.    წუწუნის წახალისება

გაგიჟებთ თქვენი პატარა წუწუნი?  მაგალითად ღიზიანდებით ძალიან, როცა თქვენი შვილი ზუსტად სადილის წინ იწყებს ტირილს და ამბობს „ეზოში მინდა წასვლაა“ ან „გიოსთან მინდა თამაში“. ექიმ ბორბას თქმით, მშობლები ხშირად ნებდებიან ასეთი წუწუნის დროს, რაც წაახალისებს ბავშვებს ასეთი საქციელისკენ. ასე ბავშვი სწავლობს თუ რა ხერხი უნდა გამოიყენოს თქვენს დასაყოლიებლად და გამუდმებით იმეორებს მას. ეს ის ასაკი, როცა ბავშვები იწყებენ „ნიჟარიდან“ გამოსვლას და სწავლობენ რას მოაქვს შედეგი მათთვის და რას არა, ასე რომ ფრთხილად უნდა იყოთ და არ აყვეთ წუწუნს.
როგორ გამოვასწოროთ: არ მიაქციოთ ყურადღება ბავშვის წუწუნს.
თუ ქცევა აგრესიული არ არის და მხოლოდ წუწუნს და ტირილს არ სცდება, უმჯობესია არ მიაქციოთ ყურადღება. თუ არ დანებდებით და ყურადღებას არ მიაქცევთ ბავშვი მიხვდება რომ მისი მანიპულაციის ხერხი არ მუშაობს.

5.    ბავშვის განრიგის გადატვირთვა

ძალიან ხშირად მშობლები ბავშვებს ძალიან დატვირთულ განრიგს უდგენენ, რომელიც სავსეა ცეკვის, მუსიკის ან მსგავსი ტიპის გაკვეთილებით და შემდეგ უკვირთ ხოლმე თუ რატომ ვერ იძინებენ ბავშვები დროზე. მშობლები ფიქრობენ, რომ ასეთი დატვირთული გრაფიკის შემდეგ, ბავშვი უნდა დაიღალოს და ადვილად დაეძინოს.
პრობლემა კი ამ დროს იმაში მდგომარეობს, რომ  აქტიური და დატვირთული დღის შემდეგ ბავშვს სჭირდება დრო დასამშვიდებლად. ზოგადად ბავშვს აუცილებლად სჭირდება წყნარი და მშვიდი პერიოდი დღის განმავლობაში, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა ბავშვი მხოლოდ რამდენიმე საათს ატარებს საბავშვო ბაღში თუ მთელ დღეს, ეს მისთვის საკმაოდ დამღლელია.
როგორ გამოვასწოროთ: ნუ გადატვირთავთ თქვენი შვილის დღის განრიგს და ნუ ატარებთ მას მთელი დღე ერთი ადგილიდან მეორეზე. მიეცით მას თავისუფალი თამაშის და დასვენების საშუალება საბავშვო ბაღიდან დაბრუნების შემდეგ.

6.    თამაშისთვის არასათანადო მნიშვნელობის მინიჭება

ბევრ მშობელს ჰგონია, რომ აუცილებელია ბავშვები ჩაწერონ და ატარონ მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებზე და წრეებზე, რათა ხელი შეუწყონ ბავშვის განვითარებას. სპეციალისტებს კი ამ საკითხზე სხვა მოსაზრება გააჩნიათ. ფსიქოლოგ ლორენს კოჰენის აზრით, ამ ასაკში ბავშვის განვითარებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი თავისუფალი თამაშია, რომელშიც შედის როლური თამაშები, სახლობანა და სხვადასხვა ბავშვის მიერ მოფიქრებული თამაშები. „თავისუფალი თამაშის საშუალებთ ბავშვის გონება ყველაზე კარგად ვითარდება“ ამბობს კოჰენი. ასეთი თამაშის დროს ბავშვი საკუთარი შესაძლებლობის შესაბამისს გამოცდას და გამოწვევას უკეთებს საკუთარ თავს – არც ძალიან ადვილს და არც ძალიან რთულს.
როგორ გამოვასწოროთ: მიეცით ბავშვებს თავისუფალი თამაში საშუალება. გახსოვდეთ, რომ ბავშვისთვის თამაში ნიშნავს „იმის გაკეთებას რასაც ის ირჩევს“. თავისუფალი არჩევანის საშუალება ანუ თავისუფლება თამაშში – აუცილებელია“, ამბობს კოჰენი.
„სკოლამ დელი ასაკის ბავშვებს უყვართ ხოლმე მტვერსასრუტის გამოყენება, სახლის საქმის გაკეთება, მაგრამ ეს თამაშია და არა მათი საქმეების სია ნაწილი. არ დაგავიწყდეთ, რომ მათ გადაწყვიტეს ამ ყველაფრის გაკეთება უბრალოდ გასართობად“ ამბობს ის.

7.    ყოველდღიური წვრილმანები – დაბრკოლება ბავშვთან ურთიერთობაში

შესაძლებელია თქვენი შვილი მარტოც კარგად ერთობა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ მას თქვენი ყურადღება არ ჭირდება. ბავშვს ძალიან მნიშვნელოვანი რამ აკლდება თუ მშობელი დროს არ გამოყოფს იმისთვის, რომ მასთან ერთად თუნდაც იატაკზე დაჯდეს და ითამაშოს. სამწუხაროდ უფრო ხშირად გვაქვს ისეთ სიტუაციები, როცა მშობლები ბავშვთან საერთოდ არ თამაშობენ და ან ბავშვთან ურთიერთობის დროს პარალელურად საუბრობენ ტელეფონზე, აგზავნიან წერილებს ან გართული არიან სხვა პარალელური საქმიანობით. ბავშვები სულელები არ არიან, ამბობს კოჰენი. ისინი საკმაოდ კარგად ხვდებიან ჩვენ ვაქცევთ მათ სათანადო ყურადღებას თუ არა.
როგორ გამოვასწოროთ: გამოყავით დრო, იყავით ენთუზიაზმით სავსე და მთლიანად იყავით ჩართული თამაშში გამოყოფილი დროის განმავლობაში. ნახევარი საათის კონცენტრირებული თამაში, როდესაც თქვენ არ ფიქრობთ სადილზე ან სხვა საქმეებზე, ბევრად უფრო ღირებულია ბავშვისთვის, ვიდრე მთელი დღის განმავლობაში ვითომ ბავშვთან დროის გატარება.

8.    ტყუილზე ზედმეტად დიდი აქცენტის გაკეთება

კოჰენის თქმით ტყუილები მშობლებს აგიჟებთ. ის ურჩევს მშობლებს ბავშვის ტყუილს შეხედონ როგორც ექსპერიმენტს და არა როგორც მორალურ დანაშაულს.
„როცა ბავშვები იწყებენ ტყუილებს, ეს სერიოზული წინსვლაა გონებრივ განვითარებაში. ეს ერთდროულად სახალისო, ამაღელვებელი და ცოტა საშიშიც არის მათთვის. ამაზე კი მშობლები როგორც წესი გიჟდებიან და რაღაც საშინელებებს წარმოიდგენენ ხოლმე.
როგორ გამოვასწოროთ: ნუ გაამახვილებთ ზედმეტად დიდ ყურადღებას. იცოდეთ, რომ პატარა ტყუილები ბავშვის განვითარების განუყოფელი ნაწილია. ნუ გამოეკიდებით ტყუილებს, ამბობს კოჰენი. მაგალითად „ თუ თქვენი პატარა უარყოფს, რომ მან წვენი მაგიდაზე დაღვარა, თქვენ შეგიძლიათ უთხრათ: „შენ ცუდად გრძნობ თავს ამის გამო და მე მესმის“.


კარგი დედობა და მამობა მოითხოვს დროს, მოთმინებასა და სიყვარულს. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ცვლილებები ერთ დღეში არ ხდება. მაგრამ როგორც ამბობენ თუ ერთი მცდელობით რამე არ გამოგივიდათ, ნუ დანებდებით და სცადეთ იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს საჭირო იქნება.
წყარო
სტატიის ორიგინალი ტექსტი

კავშირი ფიზიკურ აქტივობასა და ინტელექტუალურ განვითარებას შორის
თარიღი: 07 ოქტომბერი 2013
ავტორი: ქეთი ქობალია

ზოგიერთი ადამიანი ცნებებს ”ჩემი სხეული” და ”ჩემი ცნობიერება” ერთმანეთს არ უკავშირებს, ცალ-ცალკე განიხილავს. შედეგად, სხეულის განვითარებას ყურადღებას არ აქცევს და აქცენტი გონისა და აზროვნების განვითარებაზე გადააქვს. ისინი თავიანთ ბავშვებს ჭკუა-გონების განვითარებისაკენ მოუწოდებენ, ურჩევენ, რაც შეიძლება, მეტი დრო მოანდომონ სკოლაში სწავლას, წიგნების კითხვას, ინტელექტუალურ გასართობებს, მუსიკას, ხატვას, სულიერ ღირებულებებზე ზრუნვას, რაც უდავოდ მნიშვნელოვანია. თუმცა ის, რომ მათი შვილი ფიზიკურად თითქმის არ მოძრაობს, ნაკლებად ადარდებთ.
სამწუხაროდ, მშობლებს ხშირად მხედველობიდან რჩებათ, რომ ადამიანის თავის ტვინის უჯრედთა 92% სხეულის მოძრაობითი უნარის უზრუნველყოფითაა დაკავე­ბული.

თანამედროვე საზოგადოებრიობის მამოძრავებელი აქტივობა

ადრე ადამიანი ბუნებრივი მოძრაობითი აქტივობის მოთხოვნილებას, როგორც წესი, ფიზიკური შრომის პროცესში იკმაყოფილებდა. მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის განვითარებასთან ერთად, მისი ცხოვრებისეული პირობები ნელ-ნელა იცვლებოდა. ამ ცვლილებათა ერთ-ერთი დამახასიათებელი თავისებურება გახლავთ ფიზიკურ დატვირთვათა თანდათანობითი შემცირება. დღეს შრომის, წარმოების პროცესში სულ უფრო მეტად იჭრება ტექნოლოგიური მიღწევები. რაც დრო გადის, ყოველდღიურ ყოფაში სულ უფრო ფართოდ გამოიყენება კომპიუტერული, მექანიკური, ქიმიური თუ სხვა საშუალებები. საკმარისია, ითქვას, რომ ისტორიისათვის ძალზე მცირე პერიოდში, ბოლო 60-70 წლის მანძილზე მატერიალური დოვლათის შექმნისათვის საჭირო ადამიანის კუნთური დატვირთვის წილი თითქმის ორასჯერ შემცირდა. შეიცვალა ის ყოფითი პირობებიც, რომ­ლებიც სულ ახლახან არცთუ უმნიშვნელო ფიზიკურ შრომას მოითხოვდა. მაგალითისათვის დავასახელოთ თუნდაც ე.წ. საოჯახო ტექნიკა: მტვერსასრუტები, იატაკის მექანიკური საწმენ­დები, სარეცხი მანქანები... მათ ხომ მომქანცველი ფიზიკური დატვირთვისაგან გაათავი­სუფლეს დიასახლისები. ეკონომისტებმა გამოითვალეს, რომ ამჟამად ჩვენი პლანეტის ყოველ მცხოვრებზე საშუალოდ 100-მდე სხვადასხვა სახის ისეთი ტექნიკური მოწყობილობა მოდის, რომელთა უმეტესობა სწორედ ფიზიკური დატვირთვის შესამსუბუქებლად არის გათვალის­წი­ნებული.

შესამჩნევად გააქტიურდა მოსახლეობის ქალაქებში გადასვლა-განსახ­ლების პროცესიც. თუ გასული საუკუნის შუა ხანებში ქალაქებში დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 3% ცხოვრობდა, ახლა ეს მაჩვენებელი 60%-ს უახლოვდება. თუ ადრე, ვთქვათ, ტოკიო მხოლოდ მეთევზეთა დასახლების ადგილად მიიჩნეოდა, დღეს მისი მოსახლეობა 11 მილიონს აღემატება და ის ერთ-ერთ განვითარებულ სამრეწველო ქალაქადაა აღიარებული. მსხვილი ქალაქების ზრდამ გამოიწ­ვია საქალაქო ტრანსპორტის, საქალაქო მეურ­ნეობის ზრდა-გამსხვილება და ა.შ. ეს ყველაფერი კი ადამიანთა მოძრაობითი აქტივობის შემცირებას განაპირობებს. ფაქ­ტია, საქალაქო ტრანსპორტით შინ მისული ადამიანი, როგორც წესი, დაძინებამდე დარჩენილ დროს ტელევიზორთან ატარებს. ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ჩასუქებულ მოსწავლეთა რაოდენობის მატება იმასთანაა დაკავშირებული, რომ ქალა­ქელი ბიჭები და გოგონები კომპიუტერებთან და ტელევიზორებთან მეტ დროს ატარებენ, ვიდრე მათი პროვინციელი თანატოლები. სტატისტიკა ასევე ადასტურებს, რომ სისხლის მიმოქცევის, სასუნთქი გზების და ნერვული სისტემის ორგანოების პათოლოგიები ქალაქე­ლებში ერთიორად მეტია, ვიდრე სოფლელებში. მაშასადამე, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი, ადამიანთა ცხოვრებისა და შრომის პირობების გაუმჯობესების პარალელურად, მათი ნაკლები ფიზიკური აქტიურობის წინაპირობებსაც ქმნის. მოძრაობითი ფუნქციის შეზღუდვა კი იწვევს ორგანიზმის განსაკუთრებულ მდგომარეობას - ჰიპოკინეზიკურ სინდრომს, ანუ ავადმყოფობას. ჰიპოდინამია (ჰიპოკინეზია) აქვეითებს პროფესიულ შრომისუნა­რია­ნობას, აუარესებს ჯანმრთელობას და ამოკლებს სიცოცხლის ხანგრძლივობას. მოძრაობის ნაკლებობა - ეს ავადმყოფობათა დასაწყისია. აქ წამყვანი ადგილი ეკუთვნის გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებს: ჰიპერტონიას, ათეროსკლეროზს, იშემიას, ინფარქტს და ა.შ.
ფიზიკურ მოძრაობათა გავლენა ორგანიზმზე
ფიზიკურ მოძრაობათა ზემოქმედება ორგანიზმზე, არსებითად, იმითაა განპირობებული, რომ შედარებით მარტივი მოძრაობებიც კი მრავალი კუნთის მონაწილეობით ხორციელდება. მაგალითად, სუნთქვის აქტში 90-მდე კუნთია ჩართული. ზოგიერთი კუნთის მოქმედება ძირითად მოძრაობებს უზრუნველყოფს, რაც უსათუოდ მიზანმიმართული ხასიათისაა, სხვათა გაშლა-მოჭიმვა მოძრაობათა კოორდინაციას უწყობს ხელს, კიდევ სხვა ჯგუფის კუნთები, მამოძრავებელი კუნთური ტონუსის განაწილების მეშვეობით, ქმნის მოცემული მოძრაობისათვის ტვინის, რაც შეიძლება, მოსახერხებელ პოზას და ა.შ.

მამოძრავებელი ქმედითუნარიანობის პროცესში მონაწილეობს არა მარტო კუნთები, არამედ ნერვული სისტემის მრავალი კომპონენტიც - პერიფერიული ნერვებიდან დაწყებული ტვინის დიდი ნახევარსფეროების ქერქის უმთავრესი ცენტრებით დამთავრებული. მოქმედ კუნთებში წარმოიქმნება ე.წ. სიგნალები, რომლებიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მასტიმულირებელ გავლენას ახდენს და ამით მათ ქმედითუნარიანობას განაპირობებს. სიგნალების სისტემატური ნაკადი დადებითად ზემოქმედებს ტვინის განვითარებასა და ფუნქციებზე, ვეგეტატიური ნერვული სისტემის მდგომარეობაზე.

ბიოლოგიურ მოძრაობათა ორგანიზებაში, კონტროლისა და ინფორმაციის აპარატების სახით, მონაწილეობენ გრძნობათა ორგანოებიც - ანალიზატორები. დანარჩენი აუცილე­ბელი კომპონენტებით მოძრაობას უზრუნველყოფენ, აგრეთვე, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთ­ქი, ენდოკრინული სისტემები, საჭმლის მომნელებელი, გამომყოფი და სხვა ორგანოები.

რაც უფრო მრავალნაირია მოძრაობითი ქმედითობა, მით უფრო სრულყოფილია სხეული, ორგანიზმი, მით უფრო მაღალია ფუნქციონალურ შესაძლებლობათა დონე, ხანგრძ­ლივია სიცოცხლე.

კუნთოვანი აქტივობისა და გონებრივი საქმიანობის ურთიერთკავშირი

ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭიროა, რომ მას მიეწოდებოდეს ორგა­ნიზმის სხვადასხვა სისტემათა იმპულსები. კუნთების ქმედითუნარიანობა უამრავ ნერვულ იმპულ­სს ქმნის. ისინი ტვინს ამდიდრებენ ზემოქმედების ნაკადებით, რაც მას მუშა მდგომარეობას უნარჩუნებს. როდესაც ადამიანი გონებრივად მუშაობს, ძლიერდება კუნთების ელექტრონიკური აქტივობა, რაც იწვევს ჩონჩხისმიერი კუნთეულის დაძაბულობას. რაც უფრო მეტია გონებრივი დატვირთვა და რაც უფრო მეტადაა გონება გადაღლილი, მით უფრო ნათლადაა გამოხატული კუნთოვანი დაძაბულობა.

დაძაბული გონებრივი მუშაობა ადამიანის სახეზეც აისახება (მაგ., ყურადღების გამახ­ვილება, მოკუმული ტუჩები და მისთ.). ეს მით უფრო შესამჩნევია, რაც უფრო ძლიერია ემოციები, რაც უფრო რთულია დასახული ამოცანა, რომლის გადაწყვეტაც აუცილებელია. რაიმე დავალების შესრულებისას ადამიანს ქვეცნობიერად ეკუმშება და ეძაბება კუნთები, ედრიკება და ეშლება მუხლები, და ეს ემართება იმიტომ, რომ ცენტრალური ნერვული სისტემიდან კუნთების დაძაბვით მომდინარე იმპულსები მოქმედებისკენ უბიძგებენ თავის ტვინს, ეხმარებიან მას საჭირო ტონუსის შენარჩუნებაში. საქმია­ნობას, რომელიც არ მოითხოვს ფიზიკურ ძალისხმევას და ზუსტ კოორდინირებულ მოძ­რაო­ბებს, როგორც წესი, ახლავს კისრისა და მხრის სარტყლის, ასევე სახისა და სამეტყველო აპარა­ტის კუნთების დაძაბულობა. ეს იმიტომ ხდება, რომ მათი აქტივობა მჭიდროდაა დაკავშირე­ბული იმ ნერვულ ცენტრებთან, რომლებიც მართულნი არიან ყურადღებით, ემოციებით, მეტყველებით. თუ ადამიანი სწრაფად და იოლად წერს, დაძაბულობა თანდათანობით გადა­დის ხელის მტევნის თითებიდან მხრისა და მისი სარტყლის კუნთებზე. ამით ნერვული სის­ტემა ცდილობს, გაააქტიუროს თავის ტვინის ქერქი და უზრუნველყოს შრომისუნარიანობა. შემდეგ ხანგრძლივი მუშაობა ჩვევაში გადადის და ადამიანი ეგუება ასეთი ტიპის გამღი­ზიანებლებს. ამას მოსდევს დამუხრუჭების პროცესი და ქვეითდება შრომისუნარიანობა, ვინაიდან თავის ტვინის ქერქს აღარ შეუძლია ”გაუმკლავდეს” ნერვულ აღგზნებულობას, და ეს ვრცელდება მთელ მუსკულატურაზე. ამის ჩაცხრომა, კუნთების გათავისუფლება ზედმეტი დაძაბულობისაგან შესაძლებელია აქტიური მოძრაობებით, ფიზიკური ვარჯიშებით.

ნერვული სისტემის ტონუსი და თავის ტვინის შრომისუნარიანობა შეიძლება დიდხანს შენარჩუნდეს, თუ კუნთების სხვადასხვა ჯგუფების კუმშვა და დაძაბვა რიტმულად, რიგრიგობით შეენაცვლება მომდევნო დაჭიმულობას და მოშვებულობას. მოძრაობათა ასეთი რეჟიმი დამახასიათებელია სიარულისათვის, სირბილისათვის, თხილამურებით, ციგუ­რებით სრიალისათვის; ხოლო წარმატებული გონებრივი მუშაობისათვის კი საჭიროა არა მარტო ნავარჯიშევი ტვინი, არამედ ნავარჯიშევი სხეულიც, კუნთებიც. ისინი ნერვულ სისტემას ეხმარებიან ინტელექტუალური დატვირთვის დაძლევაში.

მეხსიერების, ყურადღების, აღქმის, ინფორმაციის გადამუშავების მდგრადობა და აქტიურობა ფიზიკური მზადყოფნის პირდაპირპროპორციულია. ამასთან, სხვადასხვა ფსიქიკური ფუნქცია დიდწილად არის დამოკიდებული გარკვეულ ფიზიკურ მახასიათებ­ლებზე - ძალაზე, სისწრაფეზე, ამტანობაზე და სხვ. აქედან გამომდინარე, სათა­ნადოდ ორგანიზებული წინასწარი მოძრაობითი აქტივობა და ოპტიმალური ფიზი­კური დატვირთვა, აგრეთვე, წინდახედულობა გონებრივი შრომის პროცესისას (და მის შემდე­გაც) შესაძლებლობას ქმნის, უშუალო ზეგავლენა მოვახდინოთ გონებრივი შრომისუნარია­ნო­ბის შენარჩუნებასა და ამაღლებაზე.

ორგანიზმის ნორმალური ცხოველმყოფელობა შესაძლებელია მხოლოდ მრავალნაირი კუნთური დატვირთვის ორგანიზაციისას, რომელიც მუდმივად სჭირდება ჯანმრთელ ადამიანს. იგი შედგება სხვადასხვაგვარი მოძრაობითი მოქმედებების ერთობ­ლიობი­საგან, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა სრულდებოდეს. იგულისხმება დამოუკიდებლად ორგანიზებული ფიზკულტურული მეცადინეობები, სპორტი, ტურის­ტული მოგზაურობები - ის ყველაფერი, რასაც ტერმინი ”მოძრავი აქტიურობა” მოიცავს.

ასე რომ, გონების გასავითარებლად საჭიროა სხეულის ისეთი ვარჯიში, რომელშიც მოძრაობათა სხვადასხვა ფორმა გამოიყენება. რაც უფრო მეტია ასეთი მოძრაობები, რაც უფრო ნაირგვარია ისინი, მით უფრო მეტად და უკეთესად ვითარდება ტვინიც. ამის გამოა, რომ სხვებთან შედარებით ფიზიკურად აქტიურ ბავშვებს, როგორც წესი, სხვებზე მეტი ჰიპოკამპი აქვთ. ისინი უფრო წარმატებით ასრულებენ მეხსიერების ტესტებს, ვიდრე მათი თანატოლები.

მეცნიერებმა, ასევე, განსაზღვრეს, თუ რამდენად ეფექტურად იყენებს ბავშვის ორგა­ნიზმი ჟანგბადს სირბილის დროს. ჟანგბადის მოხმარების დონე ზედმიწევნით ობიექტურად გვიჩვენებს, როგორ ფიზიკურ ფორმაშია ადამიანი (ლაურა ჩადოკის გამოკვლევა). ფიზიკუ­რად კარგად განვითარებული ბავშვები უფრო ეფექტურად სარგებლობენ ჟანგბა­დით, ვიდრე მათი ნაკლებად სპორტული თანატოლები. აღნიშნულ კვლევებში მონაწილეობდა 9-10 წლის 49 ბავშვი. მაგნიტურ-რეზონანსული თერაპიის ანალიზმა უჩვენა, რომ ფიზიკურად განვითარებულ ბავშვებს, საშუალოდ, 12%-ით მეტი მოცულობის ჰიპოკამპი აქვთ. ამას გარდა, მათ გაცილებით უკე­თესი მაჩვენებლები აღმოაჩნდათ რელაციური მეხსიერების ტესტირებისას (იგულისხმება სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის დამახსოვრებისა და კომბინირების უნარი).

აშშ-შიც ჩატარდა ფართომასშტაბიანი ანალოგიური კვლევები (მონაწილეობდა 14 ათასი 8-დან 12 წლამდე ბავშვი). დადგინდა, რომ იმ მოსწავლეებს, რომლებიც კვირაში 3-4-ჯერ მაინც იყვნენ დაკავებული სპორტით, უკეთესი მაჩვენებლები ჰქონდათ ზოგადადაც და კერძოდ, სწავლაშიც. ისინი, საერთოდ, ყველაფერში ლიდერობდნენ. ვინც სპორტს არ მისდევდა, საშუალოზე დაბალი მაჩვენებლები დაუფიქსირდა.

ფიზიკური დატვირთვა და ტვინის სტრუქტურა
ტვინის განვითარებაზე ფიზიკური დატვირთვის ზემოქმედების განსაზღვრის მიზნით ცდები ვირთაგვებზეც ჩატარდა. მკვლევარებმა საამისოდ უკვე საკმაოდ წლოვანი მღრღნე­ლები გამოიყენეს. ისინი 2 ჯგუფად გაყვეს: პირველი ჯგუფი სამი დღის მანძილზე ვირთხე­ბი­სათვის შესაბამის სერიოზულ ვარჯიშებს ”ასრულებდა”, მეორე კი - არა. იმ ვირთხების ტვინში, რომ­ლე­ბიც ვარჯიშებს არ ”ასრულებდნენ”, არავითარი ცვლილება არ აღინიშნებოდა, ხოლო მათ, რომლებიც ვარჯიშების ზეგავლენას განიცდიდნენ, ტვინის საკვლევ უბნებზე, სისხლძარღვების ქსელის ოდენობის თვალსაზრისით, საოცარი მატება დაუფიქსირდათ (იგულისხმება ტვინის დიდი ნახევარსფეროების ქერქი და ნათხემი). ცხადია, ეს ვარჯიშებს უკავშირდებოდა. მეტიც, ვირთაგვებმა, რომელთაც სისხლის კაპილართა ქსელის მატება აღენიშნათ, თავისივე ნებით, ყოველდღიურად დაიწყეს გაცილებით მეტ სივრცეში მოძრაობა, დაახლოებით სამჯერ მეტ მანძილზე გადაადგილება, გადარბენ-გადმორბენა.

მსგავსი რამ ემართებათ ადამიანებსაც: თუ მავანი არ მიატოვებს ვარჯიშს (ეს რომ არ მოხდეს, ვარჯიში მისთვის სასურველი, სასიამოვნო უნდა იყოს), იგი მას მიეჩვევა ფიზიოლოგიურ დონეზეც კი, და სულ მალე ვარჯიში მისთვის ბუნებრივ მოთხოვნილებად იქცევა (ვინაიდან მისი თავის ტვინის კაპილარულ ქსელს სიხშირე მოემატება). ე.წ. ტვინის ნეირონები გააქტიურდებიან, ეს კი, თავის მხრივ, გაზრდის ჟანგბადისა და საკვების მეტი რაოდენობის მიღების სურვილსაც და საჭიროებასაც. ამით ტვინის მოცულობა მოიმატებს, რადგან დაიქსელება უფრო ხშირი კაპილარული ბადით. აქედან დასკვნა: ფიზიკური დატვირთვა სასიკეთოდ ცვლის თავის ტვინის სტრუქტურას.

და კიდევ: იმ ადამიანებს, ვინც კვირაში 3-ჯერ, ნახევარი საათი მაინც, აერობულ ვარ­ჯიშებს ასრულებს, ეზრდებათ თავის ტვინის ის მონაკვეთები, რომლებიც განაგებენ ე.წ. ”საშემსრულებლო” ფუნქციებს. დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ამ ადამიანებს მნიშვნელოვნად უიოლდებათ საორგანიზაციო და დაგეგმვითი სამუშაოები, ერთდროულად რამდენიმე საქმის მოგვარება, ამოცანათა გადაწყვეტა. ადამიანები, რომლებსაც ასეთი ფუნქციების შესრულება ერთ-ერთ სუსტ მხარედ ეთვლებათ, ვარჯიშის შემდეგ შესამჩნევად სტაბილურები და დავა­ლე­ბების უკეთ შემსრულებლები ხდებიან, ეხსნებათ სტრესული გართულებები.

ექსპერიმენტატორები განსაკუთრებით უსვამენ ხაზს იმას, რომ აერობული დატვირთვები ტვინზე მყისიერად და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ზემოქმედებს. თუ თქვენ მართლაც გინდათ, გონებრივი შესაძლებლობები გაიფართოვოთ და გაიაქტიუროთ, მაშინ, სხეულიც სათანადოდ დატვირთეთ!

ნინო ჭიაბრიშვილი - კონფლიქტის გადაჭრის „უდანაკარგო“ მეთოდი თავი 11
თარიღი: 11 ოქტომბერი 2013
ავტორი: ნინო ჭიაბრიშვილი

თომას გორდონი- როგორ გავხდე კარგი მშობელი

იმ მშობლებისთვის, რომლებმაც კონფლიქტის გადაჭრის მხოლოდ ტრადიციული – „გამარჯვება–დამარცხება" – მიდგომა იციან, ალტერნატივის არსებობა ნამდვილი აღმოჩენა ხდება. მათი უმრავლესობისათვის შვებისმომგვრელია იმის გაგება, რომ მესამე მეთოდიც არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ამ მეთოდის გაგება იოლია, მისი გამოყენებისათვის მშობლებს გარკვეული მომზადება და პრაქტიკა სჭირდებათ.
ალტერნატივა კონფლიქტის გადაჭრის „უდანაკარგო" მეთოდია, რომლის დროსაც არავინ მარცხდება. P.E.T. სისტემაში მას III მეთოდს უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდი ახალია მშობელი–შვილის კონფლიქტების გადაჭრისას, მშობლები აღიარებენ, რომ ის ფართოდ გამოიყენება პრაქტიკაში. III მეთოდს იყენებენ: მეუღლეები ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე უთანხმოების მოსაგვარებლად; ბიზნეს პარტნიორები მრავალრიცხოვანი კონფლიქტების დროს შეთანხმების მისაღწევად; პროფესიული კავშირები და მენეჯერები ხელშეკრულების ისეთ პირობებზე მსჯელობისას, რომელსაც მომავალში ორივე მხარე დაიცავს. აღარაფერს ვიტყვით იმ მრავალრიცხოვან სამართლებრივ კონფლიქტებზე, რომელიც III მეთოდის წყალობით, სასამართლოს კედლებს გარეთ მშვიდობიანად გვარდება.
III მეთოდი ხშირად გამოიყენება ერთნაირი ან თითქმის ერთნაირი ძალაუფლების მქონე ინდივიდებს შორის კონფლიქტის მოსაგვარებლად. როცა ორ ადამიანს ერთნაირი ან თითქმის ერთნაირი ძალაუფლება აქვს, ბუნებრივია, რომ არც ერთი არ ეცდება მის გამოყენებას კონფლიქტის მოგვარების მიზნით. ძალაუფლებაზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენება ისეთ სიტუაციაში, როდესაც არც ერთ მხარეს არ აქვს ძალაუფლებრივი უპირატესობა, უბრალოდ, სასაცილოა.
წარმოიდგინეთ ჩემი ცოლის რეაქცია, თუკი ვეცდები I მეთოდის გამოყენებას ისეთი კონფლიქტის გადაჭრისას, როგორიცაა ჩვენი ექვსი წლის ქალიშვილისთვის ძილის დრო. ზოგადად, მასთან თამაში საღამოობით მიყვარს, ჩვენ კარგად ვერთობით ხოლმე და 8:00 საათზე დაძინება ხალისიან გართობას არ გვაცდის. მეუღლეს კი, სურს, რომ 8:00 საათზე დაიძინოს და მეორე დღეს გამოუძინებლობის გამო უხასიათოდ არ იყოს. დავუშვათ, მეუღლეს ვუთხარი: „ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დასაძინებლად 9:00 საათზე დაწვება, რომ ჩვენ მეთი დრო გვქონდეს სათამაშოდ". ამ სიტყვებით გაოგნებული მეუღლე, ალბათ, მიპასუხებს:
„თქვენ გადაწყვიტეთ!"
„მე კი, გადავწყვიტე, რომ აუცილებლად 8:00 საათზე დაწვება დასაძინებლად".
„არაჩვეულებრივია! იმედი მაქვს, ხვალ ადვილად გააღვიძებ და იზრუნებ კიდეც, თუ გამოუძინებლობის გამო ავად გახდება!"
მე მყოფნის გონიერება, გავაცნობიერო, რა სასაცილო იქნებოდა ამ სიტუაციაში I მეთოდი რომ გამომეყენებინა. მეუღლესაც საკმარისი სიმტკიცე (ძალაუფლება) აქვს ჩვენს ურთიერთობაში, რომ ჩემი მხრიდან მისი მარცხის სანაცვლოდ ჩემი გამარჯვების ამგვარ სულელურ მცდელობას შეეწინააღმდეგოს.
შესაძლოა, კანონია, რომ ერთნაირი ან თითქმის ერთნაირი ძალაუფლების მქონე ადამიანები (ეგალიტარული ურთიერთობები) იშვიათად ცდილობენ I მეთოდის გამოყენებას. თუკი, შემთხვევით, რომელიმე მხარე ეცდება მის გამოყენებას, მეორე მხარე არ დაუშვებს, კონფლიქტის ამგვარად გადაჭრას. თუ ერთი მხარე თვლის (ან დარწმუნებულია), რომ მეტი ძალაუფლება აქვს, შესაძლოა გაუჩნდეს I მეთოდის გამოყენების ცდუნება. თუკი მეორე მხარე იფიქრებს, რომ პირველს მართლაც მეტი ძალაუფლება აქვს, ის გადაწყვეტს, რომ დამორჩილების გარდა სხვა არაფერი დარჩენია ან აირჩევს წინააღმდეგობასა და ბრძოლას იმ ძალის გამოყენებით, რომელიც ფიქრობს, რომ აქვს.
ცხადია, რომ III მეთოდი არაძალადობრივი, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, „უდანაკარგო" („ფრე") მეთოდია; კონფლიქტი ისე გვარდება, რომ არც ერთი მხარე არც იმარჯვებს და არც მარცხდება. ორივე იმარჯვებს, რადგან გადაწყვეტილება ორივესთვის მისაღბი უნდა იყოს. კონფლიქტი იჭრება საბოლოო გადაწყვეტილებაზე ორმხრივი შეთანხმებით. ამ თავში მეთოდის მოქმედებას გავეცნობით. მომდევნო ორ თავში კი იმ სირთულეებზე ვისაუბრებთ, რომლებსაც მშობლები ამ მეთოდის გამოყენებისას აწყდებიან. პირველ რიგში, შემოგთავაზებთ III მეთოდის მოკლე აღწერას:
მშობელი და შვილი მოთხოვნილებათა კონფლიქტს აწყდება. მშობელი სთხოვს შვილს, მონაწილეობა მიიღოს ორივესათვის მისაღები გამოსავლის მოძებნაში. ერთ–ერთი ან ორივე სთავაზობენ შესაძლო ვარიანტებს. ისინი კრიტიკულად აფასებენ და საბოლოოდ ერთ–ერთ, ორივე მხარისათვის მისაღებ ვარიანტზე თანხმდებიან. გამოსავლის შერჩევის შემდეგ არც ერთი მხარე არ ცდილობს მეორის მოტყუებას, რადგან გადაწყვეტილება ორივესთვის მისაღები იყო. არც ერთ მხარეს არ სჭირდება ძალის გამოყენება მორჩილებისთვის, რადგან არც ერთი მათგანი არ ეწინააღმდეგება გადაწყვეტილებას.
დავუბრუნდეთ ლაბადასთან დაკავშირებულ ნაცნობ სიტუაციას და ვნახოთ, როგორ შეიძლებოდა გადაჭრილიყო III მეთოდის გამოყენებით (სწორედ ასე აღწერა სიტუაცია ერთ–ერთმა მამამ):
ჯეინი: ნახვამდის, სკოლაში მივდივარ.
მშობელი: საყვარელო, წვიმს, შენ კი ლაბადა არ გაცვია.
ჯეინი: არ მჭირდება.
მშობელი: მგონი, ძალიან წვიმს და მეშინია, არ გაცივდე!
ჯეინი: არ მინდა იმ ლაბადის ჩაცმა.
მშობელი: ჰო, გეტყობა, მართლაც არ მოგწონს!
ჯეინი: მართალია, მეჯავრება!
მშობელი: გეჯავრება...
ჯეინი: ჰო, რას ჰგავს... ასეთი აღარავის აცვია.
მშობელი: არც შენ გინდა, რაღაც გამორჩეული გეცვას.
ჯეინი: რა თქმა უნდა. ყველას ისეთი მოდური აცვია.
მშობელი: ჰოო. როგორც ჩანს კონფლიქტი გვაქვს. შენ ლაბადის ჩაცმა არ გინდა, რადგან ძველმოდურია, მე კი არ მსურს გარისკო და გაცივდე, რადგან სამსახურის გაცდენა მომიწევს. იქნებ ისეთი გამოსავალი მოძებნო, რომ ორივესთვის მისაღები იყოს? როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა ისე, რომ ორივე კმაყოფილი ვიყოთ?
ჯეინი (პაუზა): იქნებ დედას ვთხოვო თავისი ძველი ლაბადა მათხოვოს.
მშობელი: ის ძველი ლაბადა?
ჯეინი: ჰო, მაგარია!
მშობელი: შენი აზრით, გათხოვებს?
ჯეინი: ვკითხავ. [რამდენიმე წუთში უკან ბრუნდება დედის ლაბადით; სახელოები ძალიან გრძელი აქვს, მაგრამ იკეცავს]. დედამ მათხოვა.
მშობელი: ახლა ბედნიერი ხარ?
ჯეინი: რა თქმა უნდა!
მშობელი: კარგია, არ დასველდები! თუ შენ კმაყოფილი ხარ არჩევანით, მეც მშვიდად ვიქნები.
ჯეინი: კარგი, უნდა წავიდე!
მშობელი: კარგ დღეს გისურვებ!
რა მოხდა ამ შემთხვევაში? ცხადია, ჯეინმა და მამამისმა ორივესათვის ხელსაყრელი გზით გადაჭრეს კონფლიქტი, თანაც საკმაოდ სწრაფად. მამას არ დაუკარგავს დრო უშედეგო თხოვნაში „გასაღებინა" თავისი გადაწყვეტილება, როგორც ეს I მეთოდის შემთხვევაში არის ხოლმე საჭირო. კონფლიქტში ძალაუფლება არ მონაწილეობდა – არც მამის და არც ჯეინის მხრიდან. საბოლოოდ, პრობლემა ისე გადაიჭრა, რომ მათ ერთმანეთის მიმართ თბილი გრძნობები შეინარჩუნეს. მამამ შეძლო გულწრფელად ესურვებინა კარგი დღე ჯეინისათვის, ხოლო ჯეინი სკოლაში თავისი „მახინჯი" ლაბადის გამო დაცინვის შიშის გარეშე წავიდა.
ქვემოთ მშობელთა უმრავლესობისათვის ნაცნობ კიდევ ერთ კონფლიქტს გთავაზობთ, რომელიც III მეთოდის გამოყენებით გადაიჭრა. ალბათ, ფუჭია იმის ჩვენება, თუ როგორ გადაიჭრებოდა ეს კონფლიქტი აუცილებელი არ არის I ან II მეთოდის საშუალებით; მრავალი მშობლისათვის ძალზე ნაცნობია შვილის ოთახის სისუფთავესთან დაკავშირებული წარუმატებელი გამარჯვება-მარცხი „ბრძოლები". გთავაზობთ ჩვენი ერთ–ერთი კურსდამთავრებული მშობლის მონათხრობს:
დედა: სინდი, დავიღალე შენი ოთახის შესახებ ნოტაციებით და დარწმუნებული ვარ, შენც მოგბეზრდა ჩემი ლაპარაკი. ზოგჯერ ალაგებ ხოლმე ოთახს, მაგრამ ძირითადად არეული გაქვს და მაგიჟებ. მოდი, მოვსინჯოთ ახალი მეთოდი, რომელიც მეცადინეობებზე მასწავლეს. ვნახოთ, იქნებ ისეთი გამოსავალი ვიპოვოთ, რომელიც ორივესთვის მისაღები იქნება და ორივე ბედნიერი ვიქნებით. არ მინდა გაიძულო ოთახის დალაგება და ამის გამო თავი უბედურად იგრძნო, მაგრამ არც ის მინდა, რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაყენო ან გაგიბრაზდე. როგორ შეიძლება ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადავჭრათ? იქნებ მოვსინჯოთ?
სინდი: კარგი, მოვსინჯოთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმით დამთავრდება, რომ იძულებული ვიქნები, სისუფთავეზე ვიზრუნო.
დედა: არა. გთავაზობ ისეთი გამოსავალი ვიპოვოთ, რომელიც ორივესთის მისაღები იქნება და არა მხოლოდ ჩემთვის.
სინდი: კარგი, მაშინ იდეა მაქვს! შენ არ გიყვარს სადილის მომზადება, მაგრამ გიყვარს დასუფთავება, მე კი სადილის მომზადება მიყვარს და დასუფთავება მეჯავრება. ამას გარდა, მეტი მინდა ვისწავლო სადილების მომზადების შესახებ. რა იქნება, თუკი მე კვირაში ორჯერ მოვამზადებ სადილს შენთვის, მამასთვის და ჩემთვის, ხოლო შენ კვირაში ერთხელ ან ორჯერ დაალაგებ ჩემს ოთახს.
დედა: მართლა ფიქრობ, რომ კარგი იდეაა?
სინდი: რა თქმა უნდა, ძალიან მომწონს!
დედა: მაშინ, ვცადოთ. ჭურჭელსაც დარეცხავ?
სინდი: რა თქმა უნდა!
დედა: კარგი. იქნებ ახლა მაინც იყოს ხოლმე დალაგებული შენი ოთახი ჩემი სტანდარტების შესაბამისად. სხვა რომ არაფერი, ხომ მე თვითონ უნდა დავალაგო.
III მეთოდით კონფლიქტის გადაჭრის ეს ორი მაგალითი გვიჩვენებს ერთ მნიშვნელოვან ასპექტს, რომელსაც თავიდან ყოველთვის როდი ხვდებიან მშობლები. III მეთოდის გამოყენებით სხვადასხვა ოჯახი, როგორც წესი, ერთსა და იმავე პრობლემას სხვადასხვაგვარად ჭრის. ეს მშობლისა და შვილისათვის მისაღები გადაწყვეტილების და არა იმ ერთადერთი, ყველა ოჯახისათვის „საუკეთესო" შაბლონური გადაწყვეტილების მოძებნის გზაა. ლაბადის პრობლემა ერთ ოჯახში შესაძლოა ქოლგის შეთავაზებით გადაიჭრას, მეორე ოჯახში მამამ წაიყვანოს ქალიშვილი მანქანით სკოლაში, მესამეში, შესაძლოა, შეთანხმდნენ და ჯეინი „მახინჯი" ლაბადით წავიდეს სკოლაში, ხოლო მოგვიანებით ახალი ლაბადა უყიდონ.
მშობლებისთვის განკუთვნილი წიგნების უმეტესობა „გადაწყვეტილებაზე ორიენტირებულია"; ისინი ურჩევენ მშობლებს შვილების აღრზდასთან დაკავშირებული კონკრეტული პრობლემები ექსპერტების მიერ „სანქცირებული" სტანდარტული რეცეპტებით გადაჭრან. მშობლებს სთავაზობენ „ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს" ისეთი პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა ძილის დრო, მაგიდასთან მოქცევის წესები, ტელევიზორისადმი დამოკიდებულება, ოთახის სისუფთავე, საოჯახო საქმეებში მონაწილეობა და ასე დაუსრულებლად.
ჩემი თეზისის მიხედვით, მშობელმა კონფლიქტების გადაჭრის ერთადერთი მეთოდი უნდა ისწავლოს, რომელიც ნებისმიერი ასაკის შვილთან გამოადგება. ამ შეხედულების მიხედვით, არ არსებობს ყველა ან თითქმის ყველა ოჯახისათვის გამოსადეგი „საუკეთესო" გადაწყვეტილება. ერთი ოჯახისათვის საუკეთესო გადაწყვეტილება – მისაღები კონკრეტული მშობლისათვის და შვილისათვის – შესაძლოა არ იყოს „საუკეთესო" მეორე ოჯახისათვის.
აი როგორ გადაჭრა ერთ–ერთმა ოჯახმა მინიმოტოციკლის გამოყენებასთან დაკავშირებული კონფლიქტი. მამის ნაამბობი:
„13 წლის რობის მინიმოტოციკლის ყიდვის ნება მივეცით. ერთ–ერთმა მეზობელმა დაიჩივლა, რომ რობი ტროტუარზე დადის, რასაც კანონი კრძალავს. მეორემ გვითხრა, რომ რობიმ მოტოციკლით ნალოლიავები მოლი გაუფუჭა. ჩვენ საკუთარ ეზოში კი დედას ყვავილნარი გადაუთელა. ჩვენ პრობლემის გადაჭრა გადავწყვიტეთ და რამდენიმე შესაძლო ვარიანტზე შევჩერდით:
1.მხოლოდ ქალაქგარეთ ისეირნებს მოტოციკლით.
2.მხოლოდ ჩვენს ეზოში ისეირნებს მოტოციკლით.
3.არ გადათელავს დედის ყვავილნარს.
4.დედა ყოველ კვირა გაჰყვება რობის სკვერში, სადაც შეძლებს მოტოციკლით რამდენიმე საათი სეირნობას.
5.რობის შეეძლება პარკში მოლზე შესვლა იმ პირობით, თუ მოტოციკლზე არ იჯდება.
6.არ ისეირნებს მოტოციკლით არავის ეზოში.
7.არ გააფუჭებს საკუთარი ეზოს მოლს.
8.გაყიდის მოტოციკლს.
ჩვენ უარვყავით 1–ლი, მე–2, მე–4 და მე–8 პუნქტები, მაგრამ ყველა დანარჩენზე შევთანხმდით. ორი კვირის შემდეგ ყველაფერი მოგვარდა. ყველა ბედნიერი იყო".
ამრიგად, III მეთოდი ის მეთოდის, რომლის საშუალებით ყოველი კონკრეტული მშობელი და კონკრეტული ბავშვი შეძლებს გადაჭრას კონკრეტული კონფლიქტი ორივესათვის მისაღები კონკრეტული გზით.
ეს მიდგომა არა მხოლოდ უფრო რეალისტურია, არამედ მნიშვნელოვნად ამარტივებს მშობლების სწავლების პროცესსაც. თუ აღმოვაჩენთ ერთადერთ მეთოდს, რომლის დახმარებით მშობლები კონფლიქტების წარმატებით გადაჭრას შეძლებენ, იმ იმედის უფლებაც გვექნება, რომ შევძლებთ მომავალი მშობლების ეფექტურობის ამაღლებასაც. მშობლის ეფექტურობის ამაღლება შესაზლოა არც ისეთი დაუძლეველი ამოცანაა, როგორც თვით მშობლები და პროფესიონალები მიიჩნევენ.

რატომ არის III მეთოდი ასეთი ეფექტური?
ბავშვი მოტივირებულია შეასრულოს გადაწყვეტილება
კონფლიქტის გადაჭრის III მეთოდი ბავშვს გადაწყვეტილების შესრულების მაღალ სტიმულს აძლევს, რადგან აგებულია მონაწილეობის პრინციპზე:
ადამიანი უფრო ხალისით ასრულებს იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიღებაშიც თვითონ მონაწილეობდა, ვიდრე იმას, რომელიც სხვამ მოახვია თავს.
ამ პრინციპის ჭეშმარიტება კვლავ და კვლავ მტკიცდება მრეწველობაში ჩატარებული ექსპერიმენტებით. მუშაკები მეტად არიან მოტივირებულნი შეასრულონ ის გადაწყვეტილება, რომლის მიღებაშიც მონაწილეობდნენ, ვიდრე ის, რომელიც ცალმხრივად მიიღეს ზემდგომებმა. ის ხელმძღვანელები თანამშრომლებს უფლებას აძლევენ მონაწილეობა მიიღონ ისეთი საკითხების განხილვაში, რომლებიც მათ ეხებათ, როგორც წესი, მაღალ მწარმოებლობას, სამსახურით კმაყოფილებას, ზნეობრივ კლიმატს და მუშახელის ნაკლებ გადინებას აღწევენ.
მიუხედავად იმისა, რომ III მეთოდი არ გვაძლევს გარანტიას, რომ ბავშვები ყოველთვის ხალისით შეასრულებენ შეთანხმებულ გადაწყვეტილებას, მნიშვნელოვნად იზრდება იმის ალბათობა, რომ ასე მოხდება. ბავშვებს ეუფლებათ იმის განცდა, რომ მიღებული გადაწყვეტილება მათიც არის. მათაც აქვთ წვლილი ამ გადაწყვეტილების მიღებაში და გრძნობენ მისი შესრულების პასუხისმგებლობას. მათ მოსწონთ თვით ის ფაქტიც, რომ მშობლები არ ეცადნენ გამარჯვებას მათი მარცხის ხარჯზე.
III მეთოდის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება ხშირად ბავშვისეულია. ბუნებრივია, რომ იზრდება სურვილი დაინახო მისი შედეგი. ერთ–ერთმა მშობელმა III მეთოდით კონფლიქტის გადაჭრის მაგალითი შემოგვთავაზა:
„ოთხწლინახევრის ვილბურს არ სურდა დედის მეგობართან სტუმრად წასვლა. ამ მეგობარს ჰყავდა ქალიშვილი ბეკი, რომელიც ვილბურთან მეგობრობდა, თუმცა ეს არაფერს ცვლიდა, ვილბური ჯიუტობდა.
დედა: ბეკისთან წასვლა არ გინდა?
ვილბური: არა!
დედა: ალბათ, არის რაღაც, რაც არ მოგწონს მათ სახლში...
ვილბური: კი, ვანესა. [ბეკის უფროსი და].
დედა: ვანესა გადარდებს?
ვილბური: კი. მეშინია, ვანესამ დამარტყა და მატკინა და ამიტომ არ მინდა წამოსვლა.
დედა: გეშინია, რომ ვანესა გატკენს და ამიტომ გირჩევნია სახლში დარჩენა.
ვილბური: ხო.
დედა: ჰო, ეგ პრობლემაა. ძალიან მინდა ჩემს მეგობართან წასვლა და საუბარი. მაგრამ შენ არ გინდა წამოსვლა ვანესას გამო. როგორ მოვიქცეთ?
ვილბური: აქ დავრჩები.
დედა: შენზე ვიდარდებ. რა მოხდება თუკი ჩემს გვერდზე იქნები, სანამ სტუმრად ვიქნებით. მაშინ ვანესასთან თამაში არ მოგიწევს.
ვილბური: მმმ... კარგი... ვიცი! ვიცი, რა უნდა გავაკეთო, რომ ვანესამ აღარ დამარტყას! [მოაქვს ფურცელი და ფანქარი]. როგორ იწერება „არ დამარტყა"? [დედა უწერს ფურცელზე, ხოლო ვილბური შეძლებისდაგვარად ლამაზად იწერს].
ვილბური: ახლა მაქვს ეს წარწერა: „არ დამარტყა!" თუ ვანესას მოუნდება დამარტყას, ამ წარწერას ვაჩვენებ და ეცოდინება, რომ არ დამარტყას. [შერბის ოთახში და აგროვებს სათამაშოებს სტუმრად წასასვლელად].
ეს შემთხვევა თვალსაჩინოს ხდის, როგორი ძლიერი შეიძლება იყოს ბავშვის მოტივაცია შეასრულოს მისივე მონაწილეობით მიღებული გადაწყვეტილება. III მეთოდით მიღებულ გადაწყვეტილებაში ბავშვის წვლილი, მისი ინვესტიციაცაა. ამასთან მშობელი აღმოაჩნეს, რომ შვილს ენდობა გადაწყვეტილების შესრულებაში. როცა ბავშვები ნდობას გრძნობენ, ისინი სწორედ ისე იქცევიან, რომ ამ ნდობას იმსახურებენ კიდეც.

მაღალხარისხიანი გადაწყვეტილების მიღების მეტი შესაძლებლობა
გარდა იმისა, რომ მეტია ალბათობა III მეთოდით მიღებული გადაწყვეტილებები ორივე მხარემ მოიწონოს და შეასრულოს, ისინი უფრო შემოქმედებითი და ეფექტურიც არის ხოლმე პრობლემების გადაჭრის თვალსაზრისით, ვიდრე ეს I და II მეთოდით მიღებული გადაწყვეტილებები; III მეთოდის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება მშობლის მოთხოვნილებებსაც აკმაყოფილებს და შვილისასაც და ორივეს ძალისხმევის შედეგია. ოთახის დასუფთავებასთან დაკავშირებული მაგალითი კარგი თვალსაჩინოებაა იმისა, რამდენად შემოქმედებითი შეიძლება იყოს პრობლემის გადაჭრა. დედამაც და ქალიშვილმაც აღიარეს, როგორი მოულოდნელი იყო მათთვის პრობლემის ამგვარი გადაჭრა.
ასეთივე მაღალხარისხიანი გადაწყვეტილება მიიღო III მეთოდის დახმარებით ერთ–ერთმა ოჯახმა იმ პრობლემის გადაჭრისას, რომელიც ორი მცირეწლოვანი ქალიშვილის მიერ სადილობის დროს ტელევიზორის მაღალ ხმაზე ყურებას ეხებოდა. ერთ–ერთმა ქალიშვილმა შესთავაზა ხმის გარეშე, მხოლოდ გამოსახულების ყურება. ყველა დათანხმდა ამ ორიგინალურ გადაწყვეტილებას, რომელიც, შესაძლოა, მიუღებელი ყოფილიყო სხვა ოჯახისათვის.
III მეთოდი ხელს უწყობს ბავშვის სააზროვნო უნარების განვითარებას
III მეთოდი სტიმულს აძლევს, ფაქტობრივად, აიძულებს ბავშვს იფიქროს. მშობელი სიგნალს აძლევს შვილს: „კონფლიქტი გვაქვს, მოდი, ერთად დავსხდეთ და საუკეთესო გამოსავალი მოვძებნოთ". III მეთოდი ინტელექტუალური სააზროვნო სავარჯიშოა როგორც მშობლისთვის, ასევე ბავშვისთვის. ის საინტერესო თავსატეხს ჰგავს და „წვდომას", „გამოცნობას" მოითხოვს. არ გამიკვირდება, თუკი მომავალი გამოკვლევები დაადასტურებს, რომ იმ ოჯახის ბავშვებს, სადაც III მეთოდს იყენებენ უფრო მაღალი გონებრივი შესაძლებლობები აღმოაჩნდებათ, ვიდრე იმ ოჯახებში აღზრდილებს, სადაც I და II მეთოდებს იყენებენ.

ნაკლები მტრობა – მეტი სიყვარული
მშობლები, რომლებიც თანმიმდევრულად იყენებენ III მეთოდს, როგორც წესი, შვილების მხრიდან მტრობის მკვეთრ შემცირებას ამჩნევენ. ეს არც არის გასაკვირი; როცა ორი ადამიანი კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე თანხმდება, წყენისა და მტრობისათვის საფუძველი ქრება. არსებითად, როდესაც მშობელი და შვილი ერთად „გაივლის" კონფლიქტს და ორივესათვის დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტილებამდე მივა, ისინი ხშირად სიყვარულსა და სინაზის მძლავრ გრძნობას განიცდიან. თუკი კონფლიქტი ორივე მხარისათვის მისაღები გზით წყდება, ის მშობელსა და შვილს აახლოებს. ისინი კმაყოფილები არაინ არა მხოლოდ იმით, რომ კონფლიქტი დასრულდა, არამედ იმითაც, რომ არავინ დამარცხდა. საბოლოოდ, თითოეული მათგანი სითბოთი აფასებს მეორის მზადყოფნას პატივი სცეს მის ინტერესებსა და უფლებებს. ამგვარად, III მეთოდი ამტკიცებს და აღრმავებს ურთიერთობებს.
ბევრი მშობელი ამას კონფლიქტის გადაჭრისთანავე ამჩნევს, ორივე მხარე რაღაც განსაკუთრებულ სიხარულს განიცდის. ისინი ხშირად იცინიან, სითბოს განიცდიან ოჯახის სხვა წევრების მიმართ, ეფერებიან და კოცნიან ერთმანეთს. ამგვარი სიხარული და სიყვარული ჩანს ქვემოთ მოცემულ ნაწყვეტში, რომელშიც კონსულტანტი, დედა და მისი სამი მოზარდი მონაწილეობს. ოჯახმა მთელი კვირა რამდენიმე კონფლიქტის გადაჭრას მოანდომა III მეთოდის გამოყენებით.
ენი: ახლა უფრო უკეთ გვესმის ერთმანეთის; ყველას ერთმანეთი გვიყვარს.
კონსულტანტი: ნამდვილად გრძნობთ განსხვავებას თქვენს დამოკიდებულებაში, ერთმანეთის მიმართ გრძნობებში?
ქეითი: დიახ. ახლა ნამდვილად მიყვარს ყველა. დედას პატივს ვცემ და ტედი მიყვარს და, ზოგადად, ეს ყველაფერი მომწონს.
კონსულტანტი: ბედნიერი ხარ, რომ ამ ოჯახის წევრი ხარ.
ტედი: დიახ, მაგარი ოჯახი გვაქვს.
P.E.T. კურსების გავლიდან ერთი წლის შემდეგ ერთ–ერთმა დედამ ასეთი რამ მომწერა:
„ჩვენს ოჯახურ ურთიერთობებში ცვლილებები შეუმჩნეველი, მაგრამ რეალურია. უფროს შვილებს განსაკუთრებით ახარებთ ეს ცვლილებები. თავის დროზე ჩვენს სახლში „ემოციური სმოგი" მეფობდა – კრიტიკული, აღშფოთებული, მტრული გრძნობები, რომელსაც მანამდე ვაკავებდით ხოლმე, სანამ რომელიმე ჩვენგანი არ აფეთქდებოდა. P.E.T.–ისა და ჩვენი ახალი უნარების გაზიარების წყალობით, „ემოციური სმოგი" გავფანტეთ. ჰაერი გასუფთავდა და დღემდე სუფთაა. ჩვენს ოჯახში აღარ არის დაძაბულობა, თუ არ ჩავთვლით ნებისმიერ ოჯახში ყოველდღიურ პრობლემებთან დაკავშირებულ წვრილმან პრობლემებს. პრობლემებს წარმოშობისთანავე ვჭრით და ვაკონტროლებს საკუთარ და სხვების გრძნობებს. ჩემი 18 წლის ბიჭი ამბობს, რომ მეგობრების ოჯახებში დაძაბულობას გრძნობს და სიხარულს გამოხატავს იმის გამო, რომ ჩვენს ოჯახში მშვიდობა გვაქვს. P.E.T.–მა ბოლო მოუღო თაობათა შორის განხეთქილებას. რაკი გულწრფელი ურთიერთობები გვაქვს, თავისუფლად შემიძლია შვილებს ფასეულობათა საკუთარი სისტემა და ცხოვრებისეული შეხედულებები გავუზიარო. მეორე მხრივ კი, ისინი მამდიდრებენ თავიანთი შეხედულებებით".

მოითხოვს ნაკლებ იძულებას
III მეთოდი უმნიშვნელო იძულებას მოითხოვს, როცა ბავშვი თანხმდება მისაღებ გადაწყვეტილებას, როგორც წესი, ასრულებს კიდეც, ნაწილობრივ იმისა გამოც, რომ არ აიძულეს მიეღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც მათთვის წამგებიანი იყო.
ჩვეულებრივ, I მეთოდი იძულებას მოითხოვს, რადგან მშობლის გადაწყვეტილება ხშირად მიუღებელია ბავშვისთვის. რაც უფრო ნაკლებმისაღბია გადაწყვეტილება მათთვის, ვინც უნდა შეასრულოს, მით მეტი იძულებაა საჭირო – შეხსენება, თხოვნა, დანამუსება, ნერვიულობა, შემოწმება და ა.შ. ჩვენი კურსების მსმენელი მამა ასე აღწერს III მეთოდის გამოყენების შედეგს:
„შაბათი დღე ჩვენს ოჯახში დავიდარაბით იწყებოდა. ვიბრძოდი, რომ ბავშვებს თავიანთი წილი საოჯახო საქმე შეესრულებინათ. ყოველ ჯერზე ერთი და იგივე რამ ხდებოდა – ბრძოლა, მრისხანება და დაუნდობლობა. მას შემდეგ რაც III მეთოდის გამოყენება დავიწყე, საოჯახო საქმის შესრულების პრობლემა გადაიჭრა – ბავშვები თითქოს თავისით აკეთებენ ყველაფერს. აღარ სჭირდებათ შეხსენება და იძულება".

არ მოითხოვს ძალის გამოყენებას
უდანაკარგო III მეთოდი უარყოფს ძალის გამოყენების აუცილებლობას როგორც მშობლის, ისე ბავშვის მხრიდან. მაშინ როცა I და II მეთოდი ძალაუფლებისათვის ხელჩართული ბრძოლაა, III მეთოდი სავსებით განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. მშობელი და შვილი ერთმანეთს კი არ ებრძვის, არამედ ერთად მუშაობენ საერთო ამოცანის გადასაჭრელად, ამიტომ შვილებს არ სჭირდებათ მშობლის ძალაუფლების დასაძლევად ჩვენთვის ნაცნობი მეთოდების გამოყენება.
III მეთოდის დროს მშობლის დამოკიდებულება ასე შეიძლება აღვწეროთ: ის პატივს სცემს შვილის მოთხოვნილებებს. მაგრამ იმავდროულად ის პატივს სცემს საკუთარ მოთხოვნილებებსაც. მშობელი თითქოს შვილს ეუბნება: „პატივს ვცემ შენს მოთხოვნილებებს და შენს უფლებას დაიკმაყოფილო მოთხოვნილებები, მაგრამ ასევე ვცემ პატივს ჩემს მოთხოვნილებებს და ჩემს უფლებას დავიკმაყოფილო მოთხოვნილებები. მოდი, ვიპოვოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ორივესათვის მისაღები იქნება. ასე შენი მოთხოვნილებებიც დაკმაყოფილდება და ჩემიც. არც ერთი არ წავაგებთ – ორივე მოგებულები ვიქნებით".
აი რა უთხრა საღამოს სახლში დაბრუნებულმა თექვსმეტი წლის გოგონამ თავის მშობლებს:
„იცით, როგორ მიხარია, როცა მეგობრებისაგან ვიგებ, როგორ უსამართლოდ ექცევიან მათ მშობლები. ისინი სულ იმაზე საუბრობენ, როგორ ცოფდებიან მშობლებზე და როგორ ეჯავრებათ ერთმანეთი. მე კი ჩუმად ვდგავარ, რადგან მსგავსი გრძნობები უცხოა ჩემთვის. სრულიად უცხო. ვიღაცამ მკითხა კიდეც, რატომ არ ბრაზობ მშობლებზე, რითი განსხვავდება შენი ოჯახიო. თავიდან არ ვიცოდი რა მეპასუხა, მაგრამ რომ დავფიქრდი, ვუპასუხე, რომ ჩვენს ოჯახში ყოველთვის დარწმუნებული ხარ, რომ არავინ გაიძულებს რაღაცის გაკეთებას. არ გაქვს იძულების ან დასჯის შიში. მუდამ იცი, რომ გაქვს შანსი".
P.E.T.–ის მშობლები სწრაფად ხვდებიან ისეთი ოჯახური გარემოს მნიშვნელობას, სადაც ძალაუფლებაზე უარს ამბობენ. ისინი ხედავენ მომხიბვლელ შედეგს – შესაძლებლობას ისე აღზარდო შვილი, რომ მას არ დასჭირდეს ძალაუფლებასთან დაპირისპირების დამღუპველი, თავდაცვითი მექანიზმების სწავლა.
მათ შვილებს არ დასჭირდებათ განივითარონ: წინააღმდეგობისა და დაუმორჩილებლობის უნარი (უბრალოდ არაფერი იქნება ისეთი, რასაც შეეწინააღმდეგებიან და წინ აღუდგებიან); მორჩილების და პასიური კაპიტულაციის უნარი (არ იქნება ძალაუფლება, რომელიც მორჩილებას და კაპიტულაციას მოითხოვს); უკან დახევისა და გაქცევის უნარი (თავის დაღწევა არაფრის არ სჭირდებათ); კონტრშეტევისა და მშობლისათვის „ადგილის მიჩენის" უნარი (მშობელი არ ეცდება გამარჯვებას უფრ დიდი ფსიქოლოგიური ზომის გამოყენებით).

III მეთოდი რეალური პრობლემების გადაჭრის საშუალებას გვაძლევს
I მეთოდის გამოყენებისას მშობელი ხშირად ხელიდან უშვებს შვილის ნამდვილი სატკივარის გაგების შესაძლებლობას. ის სწრაფად პოულობს პრობლემის გადაჭრის საკუთარ გზას, შემდეგ აიძულებს შვილს ამ ნაჩქარევი გადაწყვეტილების შესრულებას და არ აძლევს სიღრმისეული გრძნობების გაზიარების შანსს, რომელიც იმ მომენტში მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მის ქცევას. ამგვარად, I მეთოდი ხელს უშლის მშობელს ძირეული პრობლემის დანახვაში და არ აძლევს შესაძლებლობას რაღაც უფრო მნიშვნელოვანი გააკეთოს ბავშვის გრძელვადიანი ზრდისა და განვითარების თვალსაზრისით.
მეორე მხრივ III მეთოდი ჯაჭვურ რეაქციას იწვევს. ბავშვს საშუალება ეძლევა დეტალურად ჩაუღრმავდეს თავის პრობლემას, რომელიც მის კონკრეტულ ქცევას უდევს საფუძვლად. როგორც კი რეალურ პრობლემას აღმოაჩენს, კონფლიქტის გადაჭრის შესატყვისი გზა თითქმის ცხადი ხდება. ფაქტობრივად III მეთოდი პრობლემის გადაჭრის პროცესია: როგორც წესი, ის საშუალებას აძლევს მშობელსაც და შვილსაც პირველ რიგში განსაზღვრონ რეალური პრობლემა, ეს კი ზრდის შანსს, რომ ისინი მივლენ რეალური და არა „მოჩვენებითი" (რომელიც ხშირად ზედაპირული ან სიმპტომურია) პრობლემის გადაჭრის გზამდეც. ამის კარგი ილუსტრაციაა „ლაბადის პრობლემა", რომელიც, როგორც აღმოჩნდა, იმის გამო წარმოიშვა, რომ ბავშვს ძველმოდური ლაბადის გამო დაცინვის შიში ჰქონდა. გთავაზობთ რამდენიმე სხვა მაგალითსაც.
ხუთი წლის ნათანი საბავშვო ბაღში წასვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ უარს ამბობდა წასვლაზე. თავდაპირველად დედამ რამდენჯერმე იძულებით წაიყვანა. შემდეგ პრობლემის გადაჭრა გადაწყვიტა. როგორც აღნიშნა, რეალური მიზეზის დადგენას მხოლოდ ათი წუთი დასჭირდა: ნათანს ეშინოდა, რომ დედა საბავშვო ბაღში დატოვებდა და დღის ბოლოს ოთახის დალაგებასა და დედის მოსვლას შორის დრო საუკუნედ ეჩვენებოდა. ამას გარდა, ვერ იგებდა, რატომ ცდილობდა დედა მისგან თავის დაღწევას ბაღში გაგზავნით.
დედამ ნათანს თავისი გრძნობები გაუზიარა: დედა სულაც არ ცდილობდა მის თავიდან მოშორებას და ძალიან სიამოვნებდა, როცა სახლში ჰყავდა. მაგრამ ის თვლიდა, რომ ნათანისათვის საბავშვო ბაღი აუცილებელია. III მეთოდის საშუალებით პრობლემის გადაჭრის პროცესში რამდენიმე გადაწყვეტილება მოძებნეს და ერთ–ერთი შეარჩიეს: დედა მანამდე წამოიყვანდა სახლში, სანამ ბაღის დასუფთავებას დაიწყებდნენ. დედის სიტყვებით, ამის შემდეგ ნათანი ხალისით მიდიოდა საბავშვო ბაღში და ხშირად ახსენებდა დედას შეთანხმებას, რაც ცხადყოფდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს შეთანხმება მისთვის.
ანალოგიური კონფლიქტი სხვაგვარად გადაიჭრა ერთ–ერთ ოჯახში, რადგან III მეთოდით მისი გადაჭრის პროცესმა გამოავლინა ძირეული პრობლემა. ხუთი წლის ბონი უარს ამბობდა დილით ადგომაზე, ჩაცმაზე და საბავშვო ბაღში წასვლაზე, რაც მთელ ოჯახს უქმნიდა პრობლემას.
ქვემოთ გთავაზობთ პრობლემის შემოქმედებითი გადაჭრის საკმაოდ ვრცელ, მაგრამ არაჩვეულებრივ დეტალურ ჩანაწერს. ეს ჩანაწერი არა მხოლოდ გვარწმუნებს, რამდენად ეფექტურია III მეთოდი ძირეული პრობლემის აღმოჩენისას, არამედ გვაჩვენებს კონფლიქტის გადაჭრისას აქტიური მოსმენის და ორმხივად მისაღები გადაწყვეტილების მნიშვნელობასაც. და ბოლოს, ნაწყვეტი მკაფიოდ ცხადყოფს, შვილებისა და მშობლების დაინტერესებას III მეთოდით ორმხივად მისაღები გადაწყვეტილების შესრულებისას.
დედამ ეს–ეს არის გადაჭრა პრობლემა, რომელიც მის ოთხივე შვილს ეხებოდა. ახლა ის ბონის ესაუბრება და უზიარებს პრობლემას, რომელიც მხოლოდ მას ეხება.
დედა: ბონი, პრობლემა მაქვს და მინდა გაგიზიარო. დილით ისე ნელა იცვამ, რომ ყველას გვაგვიანდება, ტერი ზოგჯერ თავის ავტობუსს ვერ უსწრებს; იძულებული ვარ ხოლმე შემოვიდე შენს ოთახში, დაგეხმარო ჩაცმაში, მერე კი დრო აღარ მრჩება, რომ საუზმე მოვამზადო ყველასთვის და სულ ვჩქარობ, ვჩქარობ, ვჩქარობ... ვუყვირივარ ტერის, იჩქაროს, რომ ავტობუსს მიუსწროს. ეს ისეთი დიდი პრობლემაა...
ბონი (გრძნობით): არ მინდა ხოლმე დილით ჩაცმა.
დედა: საბავშვო ბაღისთვის ჩაცმა არ გინდა?
ბონი: არ მინდა ბაღში წასვა, მინდა სახლში დავრჩე და წიგნები ვათვალიერო, როცა გვერდით ხარ და არ გძინავს.
დედა: ბაღში წასვლას სახლში ყოფნა გირჩევნია?
ბონი: ჰო.
დედა: გირჩევნია სახლში დარჩე და დედას ეთამაშო?
ბონი: ჰო, ვეთამაშო და წიგნები ვათვალიერო.
დედა: ბაღში ამას არ აკეთებთ?
ბონი: არა. ისე მენატრება ხოლმე ის თამაშები, რომელსაც დაბადების დღეზე ვთამაშობთ. ბაღში სხვანაირად ვთამაშობთ.
დედა: ბაღში თამაში მოგწონს?
ბონი: არც ისე, რადგან სულ ერთი და იგივეა.
დედა: ერთხელ თამაში მოგწონს, მაგრამ სულ ერთი და იგივე გბეზრდება.
ბონი: ჰო, ზუსტად ამიტომ მინდა ხოლმე სახლში თამაში.
დედა: რადგან სახლის და ბაღის თამაშები განსხვავდება და გბეზრდება ერთი და იგივე.
ბონი: ჰო, ყოველ დღე ერთი და იგივე.
დედა: გაცილებით სახალისოა განსხვავებულის კეთება.
ბონი: ჰო, მაგალითად, ძერწვა.
დედა: ბაღში არ ძერწავთ?
ბონი: არა, მხოლოდ ვაფერადებთ და ვხატავთ.
დედა: ესე იგი, ძირითადად ის არ მოგწონს, რომ ყოველ დღე ერთსა და იმავეს აკეთებთ, მართალია?
ბონი: ყოველ დღე არა – ყოველ დღე ერთი და იგივეს არ ვაკეთებთ.
დედა: ყოველ დღე ერთსა და იმავე თამაშებს არ თამაშობთ?
ბონი (ოხვრით): ერთსა და იმავე თამაშებს ვთამაშობთ ყოველ დღე, მაგრამ ზოგჯერ ახლებსაც ვსწავლობთ, თუმცა მაინც არ მომწონს. სახლში ყოფნა მომწონს.
დედა: ახალი თამაშების სწავლა არ მოგწონს?
ბონი (ძალიან გაღიზიანებული): მომწონს...
დედა: მაგრამ სახლში ყოფნა გირჩევნია.
ბონი (შვებით): ჰო, ძალიან მიყვარს სახლში ყოფნა, თამაში და წიგნების თვალიერება და სახლში დარჩენა და ძილი, როცა შენ სახლში ხარ.
დედა: მხოლოდ როცა მე ვარ სახლში?
ბონი: როცა სახლში რჩები, მეც სახლში ყოფნა მინდა, თუ არ იქნები, მირჩევნია, ბაღში წავიდე.
დედა: როგორც ჩანს, ფიქრობ, რომ დედა ცოტა დროს ატარებს სახლში?
ბონი: ძალიან ცოტას. მთელი დღე სკოლაში ხარ, დილითაც გაკვეთილები გაქვს და საღამოთიც.
დედა: და გინდა, რომ გარეთ ამდენი ხანი არ ვიყო ხოლმე?
ბონი: ჰო.
დედა: უფრო ხშირად გინდა ჩემთან ყოფნა?
ბონი: ყოველ საღამოს, როცა შენ არ ხარ, სუზანი [ძიძა] მაძინებს.
დედა: გირჩევნია მე დაგაძინო?
ბონი (დაბეჯითებით): ჰო.
დედა: და შენი აზრით, დილით, როცა სახლში ვარ...
ბონი: ...მეც სახლში დავრჩები.
დედა: გინდა სახლში დარჩე დედასთან ერთად?
ბონი: ჰო.
დედა: კარგი, მოდი დავფიქრდეთ. მე აუცილებლად უნდა ვიარო სკოლაში. როგორ შეიძლება ეს პრობლემა გადავჭრათ? რაიმე იდეა ხომ არ გაქვს?
ბონი (ყოყმანით): არა.
დედა: იცი რას ვფიქრობ? იქნება მეტი დრო გვეთამაშა ერთად საღამოს, როცა რიკის სძინავს.
ბონი (მხიარულად): რა კარგი იქნება!
დედა: გაწყობს?
ბონი: კი.
დედა: მხოლოდ ჩემთან ერთად გინდა ყოფნა?
ბონი: ჰო, რენდის, ტერის, რიკის გარეშე, მხოლოდ მე და შენ ვითამაშოთ და წავიკითხოთ წიგნები. მაგრამ წიგნების წაკითხვა არ მინდა, როცა კითხულობ, ყოველთვის გეძინება ხოლმე, ოველთვის გეძინება...
დედა: ჰო, მართალი ხარ. მაშინ იქნებ შენი დღის ძილის ნაცვლად? ბოლო დროს არარ იძინებ დღისით, როგორც ჩანს, აღარ გჭირდება.
ბონი: არ მიყვარს ძილი, მაგრამ ამაზე არ ვსაუბრობდით.
დედა: მართალია, ძილზე არ ვსაუბრობდით, მაგრამ ვიფიქრე, იქნებ, ძილის ნაცვლად... როცა უნდა გეძინოს, იქნებ ერთად ვყოფილიყავით.
ბონი: მხოლოდ ჩვენ?
დედა: ჰო. მაშინ იქნებ ისე ძალიან აღარ მოგინდეს დილით სახლში დარჩენა. როგორ ფიქრობ, ასე გადავჭრით პრობლემას?
ბონი: ვერც კი გავიგე რა თქვი.
დედა: მე ვთქვი, რომ თუკი საღამოს, სადილის შემდეგ რამდენიმე საათი გვექნება, რომ ერთად ვიყოთ და მხოლოდ ის ვაკეთოთ, რაც შენ გინდა – მზად ვარ ამისთვის საოჯახო საქმეები გადავდო და მხოლოდ შენთან ვიყო – იქნებ უფრო ხალისით წახვიდე ხოლმე დილით საბავშვო ბაღში, თუკი გეცოდინება, რომ საღამოს ერთად ვიქნებით.
ბონი: ჰო, სწორედ ეს მინდა. დილის საბავშვო ბაღში მინდა წასვლა, ხოლო დღისით, როცა იქ წყნარი საათია, შენთან ვიყო და შენ არაფერი აკეთო და მხოლოდ ის გააკეთო, რასაც გთხოვ.
დედა: მხოლოდ ის, რასაც მთხოვ და არანაირი საოჯახო საქმე?
ბონი (მტკიცედ): არა, არანაირი საოჯახო საქმე.
დედა: კარგი, მაშინ მოვსინჯოთ. ხვალიდანვე დავწყოთ?
ბონი: კარგი, ოღონდ რაღაც ნიშანი გვჭირდება, თორემ შენ დაგავიწყდება.
დედა: თუ დამავიწყდება, თავიდან მოგვიწევს ამ პრობლემის გადაჭრა.
ბონი: ჰო, მაგრამ, დედი, ეს ნიშანი უნდა დახატო და შენი ოთახის კარებზე მიაკრა, რომ გახსოვდეს. კიდევ ერთი ასეთი ნიშანი სამზარეულოში დაგვჭირდება. რომ როცა ბაღიდან მოვალ გაგასხენდეს ნიშანს რომ შეხედავ და რომ გაიღვიძებ, ნიშანს შეხედო და გაგახსენდეს.
დედა: სხვაგვარად შეიძლება შემთხვევთ დამავიწყდეს და ჩავთვლიმო ან საოჯახო საქმეები დავიწყო.
ბონი: ჰო.
დედა: კარგი, კარგი იდეაა. გავაკეთებ მაგ ნიშანს.
ბონი: საღამოს გააკეთე, როცა დავიძინებ.
დედა: კარგი.
ბონი: მერე შეგიძლია სკოლაში წახვიდე კრებაზე.
დედა: კარგი, ჩემი აზრით, პრობლემა გადავჭერით, არა?
ბონი (სიხარული): კი!
ამ დედამ, რომელმაც ასეთი წარმატებით გამოიყენა III მეთოდი, ტიპური, მაგრამ არც ისე მარტივი ოჯახური პრობლემის გადასაჭრელად, მოგვიანებით გვაცნობა, რომ დილაობით ბონი აღარ უწევდა წინააღმდეგობას და არ ზუზუნებდა ჩაცმისას. რამდენიმე კვირის შემდეგ ბავშვმა გამოაცხადა, რომ ურჩევნია მეტი დრო ითამაშოს გარეთ, ვიდრე ამდენი დრო გაატაროს დედასთან. ეს შემთხვევა გვასწავლის, რომ საკმარისია პრობლემის გადაჭრის გზით ბავშვის რეალური მოთხოვნილებები გავარკვიოთ და შესაბამისი გადაწყვეტილება მოვძებნოთ, რომ პრობლემა ქრება ბავშვის დროებითი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთანავე.

ბავშვებს ისევე ვექცევით, როგორც დიდებს
უდანაკარგო III მეთოდი ბავშვებს აგებინებს, რომ მშობლებისათვის მათი (შვილების) მოთხოვნილებებიც მნიშვნელოვანია და სჯერათ, რომ საპასუხოდ ისინიც ყურადღებაინები იქნებიან მშობლების ინტერესების მიმართ. ეს იმას ნიშნავს, რომ შვილებს ისევე ვექცევით, როგორც მეგობრებს ან მეუღლეს. ეს მეთოდი ბავშვებს მოსწონთ, რადგან სიამოვნებთ, როცა ენდობიან და ისე ექცევიან, როგორც ტოლს. (I მეთოდი ბავშვებს მოუმწიფებელ, უპასუხისმგებლო და უჭკუო ადამიანებად მიიჩნევს).
ქვემოთ მოცემული ნაწყვეტი P.E.T.–ის კურსდამთავრებულმა შემოგვთავაზა:
მამა: ვფიქრობ, რაღაც უნდა ვიღონოთ შენს დაძინებასთან დაკავშირებით. ყოველ ღამე მე ან დედაშენი, ან ორივე ერთად იძულებული ვართ ვიბუზღუნოთ, ვინერვიულოთ და ზოგჯერ გაიძულოთ, რომ დროულად, 8 საათზე დაწვე დასაძინებლად. ჩემთვის ეს მუდამ უსიამოვნოა და მაინტერესებს შენ რას გრძნობ.
ლორა: არ მომწონს, როცა მებუზღუნები... და არც ასე ადრე დაძინება მინდა. ახლა უკვე დიდი ვარ და მგონია, რომ მაქვს პიტერზე გვიან დაწოლის უფლება [ორი წლით უმცროსი ძმა].
დედა: გგონია, რომ ისევე გექცევით, როგორც პიტერს და უსამართლოა?
ლორა: ჰო, პიტერზე ორი წლით დიდი ვარ.
მამა: ფიქრობ, რომ ისე უნდა გექცეოდეთ, როგორც დიდს?
ლორა: ჰო.
დედა: პრინციპში, მართალი ხარ. მაგრამ თუ უფრო გვიან დაძინების უფლებას მოგცემთ, თავდაყირა დადგები და, ვშიშობ, ძალიან გვიან მოგიწევს დაძინება.
ლორა: არ დავდგები თავდაყირა, ოღონდ ცოტა გვიან დაწოლის უფლება მომეცით.
მამა: მაშინ მოვსინჯოთ, რამდენიმე დღე შევხედოთ, როგორ მოიქცევი და იქნებ შევცვალოთ დაძინების დრო.
ლორა: ესეც უსამართლობაა.
მამა: უსამართლობაა, რომ გვიან დაძინება უნდა „დაიმსახურო"?
ლორა: ვფიქრობ, გვიან იმიტომ უნდა დავიძინო, რომ დიდი ვარ. [სიჩუმე.] რა მოხდება, თუკი რვაზე დავწვები და ცხრის ნახევრამდე წიგნს წავიკითხავ ლოგინში?
დედა: ესე იგი, ჩვეულ დროს იწვები ლოგინში, ოღონდ შუქი გენთება და წიგნს წაიკითხავ?
ლორა: ჰო, მიყვარს ლოგინში კითხვა.
მამა: ჩემთვის მისაღებია, მაგრამ დროს ვინ გააკონტროლებს?
ლორა: მე თვითონ. ცხრის ნახევარზე შუქს ჩავაქრობ.
დედა: ძალიან კარგი იდეაა! მოდი, მოვსინჯოთ.
მოგვიანებით მამამ მოლაპარაკების შედეგი შეგვატყობინა:
„მას შემდეგ თითქმის არ გვქონია დაძილების დროსთან დაკავშირებით სირთულეები. იშვიათად, როდესაც ლორა შუქს არ აქრობდა 9–ის ნახევარზე, ერთ–ერთი ჩვენგანი ასეთ შენიშვნას აძლევდა: „ლორა, ცხრის ნახევარია, ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ, რომ ამ დროს ჩააქრობდი შუქს". ამ შეხსენებებს ის ყოველთვის იღებდა. ამგვარმა გადაწყვეტილებამ ლორას ‘დიდ გოგოდ" ყოფნის უფლება და მშობლების მსგავსად ლოგინში კითხვის უფლება მისცა".

III მეთოდი, როგორც ბავშვისთვის „თერაპია"
ხშირად III მეთოდი ბავშვის ქცევაში ისეთ ცვლილებებს იწვევს, რომელიც ორგანიზმში თერაპევტის მკურნალობის შედეგად მიმდინარე ცვლილებების მსგავსია. კონფლიქტების გადაჭრისა და პრობლემების მოგვარების ამ მეთოდში მართლაც არის რაღაც პოტენციურად თერაპიული.
ერთ–ერთმა მამამ ორი მაგალითი შემოგვთავაზა, იმის დასტურად, როგორი მყისიერი „თერაპიული" ცვლილებები გამოიწვია მის 5 წლის ვაჟიშვილში III მეთოდის გამოყენებამ:

„ბიჭს ფულისადმი ძლიერი ინტერესი გაუჩნდა და ხშირად იღებდა ხურდას ჩემი მაგიდის უჯრიდან. იმ პერიოდში III მეთოდით კონფლიქტის გადაჭრა ვისწავლეთ და შვილს შევთანხმდი, რომ ყოველდღიურად მივცემდი 10 ცენტს ჯიბის ფულად. შედეგად მას აღარ აუღია ფული უჯრიდან და მიზანმიმართულად დაიწყო ფულის შეგროვება სასურველი ნივთების საყიდლად".
„ძალიან ვნერვიულობდით სამეცნიერო ფანტასტიკის შესახებ არხისადმი მისი ინტერესის გამო, რომელიც ღამის კოშმარების მიზეზი იყო. იმავე დროს სხვა არხზე მშვიდი საგანმანათლებლო გადაცემა გადიოდა ხოლმე. ბიჭს ეს გადაცემაც მოსწონდა, თუმცა, იშვიათად ირჩევდა. პრობლემა III მეთოდით გადავჭერით და გადავწყვიტეთ, რომ ერთ დღეს ერთ გადაცემას ნახავდა, მეორე დღს – მეორეს. შედეგად, კოშმარები შემცირდა და გარკვეული დროის შემდეგ მან უფრო ხშირად საგანმანათლებლო გადაცემების ყურება დაიწყო".
სხვა მშობლები ასევე გვიყვებიან ხოლმე III მეთოდის შედეგად გარკვეული დროის შემდეგ მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ – სკოლაში წარმატებები, თანატოლებთან ურთიერთობები, გრძნობების უფრო თავისუფლად გამოხატვა, ნაკლები აფეთქებები, სკოლისადმი ნაკლებად მტრული განწყობა, საოჯახო საქმეებისადმი მეტი პასუხისმგებლობა, მეტი დამოუკიდებლობა, მეტი თავდაჯერებულობა, უფრო ხალისიანი განწყობა და სხვა წინსვლა, რომელიც მშობლებს ასე ახარებთ.



როგორ გავახალისოთ ბავშვებისთვის წიგნის კითხვის პროცესი










Mindy Pierce Illustration
კითხვა – ბავშვებთან ურთიერთობის საუკეთესო საშუალებაა. მაგრამ პასიური პროცესის ნაცვლად, წიგნის კითხვა შეგვიძლია გადავაქციოთ სახალისო და ინტერაქატიულ აქტივობად.
გაგიზიარებთ 10 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ბავშვებისთვის კითხვის პროცესის გახალისებაში:
  • ბავშვებს ძალიან უყვართ საკუთარი ემოციების გადმოცემა ხატვის საშუალებით, ამიტომაც შეგიძლიათ კითხვის დასრულების შემდეგ ერთად დახატოთ და ასე ნახატებში გადმოსცეთ წიგნიდან მიღებული შთაბეჭდილებები.
  • პატარები ძალიან გახალისდებიან, თუ კითხვის დასრულების შემდეგ, ერთად მოიფიქრებთ ახალ ისტორიებს წიგნის გმირებზე.
  • თუ რბილი სათამაშოებით პატარა სპეკტაკლს გაითამაშებთ წაკითხული ზღაპრის მიხედვით, ბავშვებს ნამდვილ სიხარულს მიანიჭებთ და გააცოცხლებთ წაკითხულ ზღაპარს.
  •  კითხვის პროცესი უფრო საინტერესო გახდება თუ ბავშვს კითხვებს დაუსვამთ წაკითხულის გარშემო, მაგალითად კითხეთ “გააკეთებდა თუ არა თვითონაც იგივეს, რაც გააკეთა მთავარმა გმირმა?”
  • ნამდვილად გახალისდებით თუ ეცდებით და ერთად მოიფიქრეთ ზღაპრის სხვა, ახალ და განსხვავებულ დასასრულს.
  • შეგიძლიათ ზღაპრის რომელიმე ნაწილი თქვენი შეხედულებისამებრ შეცვალოთ. ამით ბევრად უფრო საინტერესო და ახლობელი გახადოთ წიგნში გადმოცემული ისტორია.
  • შეგიძლიათ სცადოთ და მოყვეთ ზღაპარი სხვა გადმოსახედიდან. მაგალითად: მოიფიქრეთ თქვენ ან ბავშვმა თუ როგორ მოყვებოდა მგელი სამი გოჭის ამბავს.
  • გააკეთეთ მთავარი გმირების თოჯინები. ეს შესაძლებელია იყოს უბრალოდ ამოჭრილი ნახატებიც კი, რომლებიც ჯოხებზეა დამაგრებული. ასეთი თოჯინებით მშვებიერ სპეკტაკლსაც მოაწყობთ.
  • ხანდახან შეგიძლიათ სხვადასხვა ზღაპრის გმირებიც შეახვედროთ ერთმანეთს. მაგალითად ვინი პუჰი შეახვედრეთ ალისას და მოიფიქრეთ სულ ახალი ზღაპარი.
  • შეგიძლიათ ითამაშოთ თამაში “გამოიცანი გმირი”: გაითამაშეთ ეპიზოდები ზღაპრებიდან და ასე ხან თქვენ და ხან ბავშვებმა გამოიცანით თუ რომელ გმირზეა საუბარი.
კითხვა ადრეული ასაკიდან ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის და თუ კითხვის პროცესს სხვადასხა საშუალებით გაახალისებთ, ბავშვებს წიგნებს აუცილებლად შეაყვარებთ და თან ძალიან.
წყარო:




ვიდრე ბავშვი სკოლის მოსწავლეა, მშობელი ვალდებულია ეკონტაქტოს მასწავლებელს. ზოგჯერ მათი ურთიერთობა ძალიან იძაბება, ზოგჯერ კი პედაგოგი ბავშვისა და მშობლის კეთილგანწყობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინარჩუნებს. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელთა უმეტესობა მუდმივად თხოვს მშობლებს დაინტერესდნენ თავიანთი შვილების სკოლის ცხოვრებით, ბევრი კარგ ან არცთუ სასიამოვნო ამბებს მხოლოდ მშობელთა კრებაზე იგებს.

თუ მშობელს შვილის სწავლის შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის მიღება სურს, მშობელთა კრებაზე იმედგაცრუებული დარჩება. კარგად დაგეგმილ კრებაზე მასწავლებელი ცალკეული ბავშვების ქმედებებზე სხვა მშობლების თანდასწრებით არ საუბრობს და ზოგადი ინფორმაციის მიწოდებით შემოიფარგლება. კრების მიზანია მასწავლებელმა მშობლებს აცნობოს, რა მდგომარეობაა კლასში, რა პრობლემები აქვს კლასს და როგორ შეიძლება მათი გადაჭრა. 

სამწუხაროდ, მშობლები ხშირად ვერ აცნობიერებენ იმას, რომ ბავშვებზე კოლექტივი, ანუ კლასი მძლავრ გავლენას ახდენს. თუ მშობელს არ ეცოდინება კლასის ზოგადი განწყობა, ვერასდროს მიხვდება, რა აწუხებს მის შვილს. 

არასასურველია მშობელმა თავად ჰკითხოს მასწავლებელს რამდენად წარმატებულია ან წარუმატებელი მისი შვილი. ამის გაგება პირადი შეხვედრის დროს აჯობებს. მშობლების ყველაზე დიდი შეცდომა იმაშია, რომ სკოლაში მაშინ მოდიან, როცა თვითონ სცალიათ. მასწავლებელს კი, შესაძლოა, ამ დროს სხვა საქმეები ჰქონდეს. წინასწარი შეთანხმება ამ საკითხს იოლად დაარეგულირებს. მშობლებს ავიწყდებათ, რომ მასწავლებელს სკოლაში მჭიდრო გრაფიკი აქვს, სკოლის შემდეგ კი თავის ოჯახს უნდა მიხედოს.        
     
მასწავლებელთან შესახვედრად სასურველია მშობელი შეემზადოს და განსაზღვროს, რისი გაგება სურს მისგან. მშობელს პრეტენზიებიც რომ ჰქონდეს, დიალოგის რეჟიმიდან არ უნდა „ამოვარდეს". სანამ მშობელი მასწავლებელს შეხვდება,  უნდა დაფიქრდეს, რით არის გამოწვეული ის, რომ მისი შვილი კარგად არ სწავლობს. ხშირად ამის მიზეზი ოჯახური კონფლიქტებია, ჩვენ კი პრეტენზიებს მასწავლებელს ვუყენებთ. თუ სახლში დაძაბული სიტუაციაა, ამის შესახებ მასწავლებელმაც უნდა იცოდეს. ბავშვები ყველაფერს განიცდიან. მშობელმა და მასწავლებელმა ბავშვს თანადგომა უნდა გამოუცხადოს.     

თუ მასწავლებელი მოსწავლეს დაბალი კლასებიდან არ იცნობს, მშობელს შეუძლია მისი ბავშვობის ზოგიერთი დეტალი გააცნოს. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც ბავშვი დაწყებით კლასებში კარგად სწავლობს, მერე კი სწავლაზე გულს იცრუებს. მიზეზების დადგენა აქაც მშობლის და მასწავლებლის ვალდებულებაა. შეაყვარებს თუ არა თავის საგანს მასწავლებელი, ეს უკვე მხოლოდ მასზე და ბავშვის სურვილზეა დამოკიდებული.
თუ ბავშვი კლასელებთან კონფლიქტობს, უპირველესად, ამას მშობელს უზიარებს და არა მასწავლებელს. ამ შემთხვევაშიც გამოსავალი მშობელმა და მასწავლებელმა ერთად უნდა ეძიონ.          

ხშირად ბავშვები მასწავლებელებს უჩივიან და ცდილობენ ბევრ რამეში დაადანაშაულონ - კარგად არ მასწავლის, ხმას უწევს, არ იცის თავის საგანი... ვიდრე მშობელი ბავშვს დაუჯერებს, აუცილებელია მასწავლებელს გაესაუბროს, მშვიდად და არგუმენტირებულად. ბავშვებს ჩვევიათ სიტუაციის გაბუქება ან მისი არასწორად აღქმა. 

როგორი დამნაშავეც არ უნდა იყოს მასწავლებელი, მშობელმა არ უნდა შეურაცხყოს. ამით საქმეს არ ეშველება. მასწავლებელი, რომელიც შენიშვნას არ იმსახურებს და მაინც მიიღებს, განაწყენდება და ინერვიულებს ან ბავშვის მიმართ ნეგატიურად განეწყობა. ნებისმიერი აგრესია ბადებს აგრესიას. მასწავლებლებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ეს უნდა გვახსოვდეს. 

თუ მშობელმა ნამდვილად იცის, რომ მასწავლებელი მისი შვილის წინაშე დამნაშავეა, უკეთესია, სიტუაციის გარჩევას ბავშვი არ დაასწროს. შესაძლოა, მასწავლებელმა ახსნას, რატომ ამოეწურა მოთმინება, რატომ წამოცდა არასასურველი სიტყვა, რატომ იყო იმ დღეს უგუნებოდ და კონფლიქტიც მალევე მოგვარდება. მშობელმა დიალოგი  შეტევითი ფრაზით - „თქვენ დამნაშავე ხართ" -არ უნდა დაიწყოს. უმჯობესია თქვას:   „ძალიან განვიცდი ამ სიტუაციას", რაზეც მასწავლებლის მობოდიშებას მიიღებს. ბოლოს და ბოლოს, უშეცდომო არავინაა.         

მშობელი არასოდეს უნდა გამოექომაგოს ბავშვს ასეთი ფრაზით: „მათემატიკას თუ ვერ სწავლობ, არაფერია. მეც ისეთი მასწავლებელი მყავდა, რომ ვერ ვსწავლობდი, მაგრამ, ხომ ხედავ, დღეს ყველაფერი კარგად მაქვს". ეს ბავშვისათვის ცუდი მესიჯია. შვილისთვის მშობელი ავტორიტეტია და ამიტომ მათემატიკას არც მომავალში ისწავლის.   

სანამ მშობელი ბავშვის დაბალი ნიშნების გამო მასწავლებელს პასუხს მოთხოვს, შვილის რვეულები და კონსპექტები საგულდაგულოდ უნდა ნახოს. იქნებ, მასწავლებელთან მისვლა საჭირო არც იყოს. თუ მასწავლებელი ბავშვს უმიზეზოდ ჩაგრავს, ასეთი ბავშვები კლასში სხვებიც იქნებიან. მშობლები ჯერ დამრიგებელს უნდა გაესაუბრონ. შემდეგ კი საგნის მასწავლებელს შეხვდნენ. მასწავლებელს მშობლები თავიდან ვეღარ აღზრდიან, მაგრამ მისი სხვა მასწავლებლით ჩანაცვლება განცხადების საფუძველზე ყოველთვის შეიძლება.     

თუ ბავშვს დაბალი ნიშანი დამსახურებულად ეკუთვნის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასწავლებელი ბავშვის მიმართ ცუდად არის განწყობილი, ის მხოლოდ მისი სწავლითაა უკმაყოფილო. მასწავლებლის ინტერესში არ შედის ჰყავდეს დაბალი მოსწრების მოსწაველეები. სწავლა შრომაა და შრომას მიჩვევა უნდა. მასწავლებელში მშობელი თანამოაზრეს უნდა ხედავდეს, მაშინ შედეგიც არ დააყოვნებს. 

მოამზადა ირმა კახურაშვილმა 



რჩევა ცელქი ბავშვების მშობლებს


Комментариев нет:

Отправить комментарий