ლექსები


Цветы для тебя, Цветы GIF
Цветы для тебя, Цветы GIF








Цветы для тебя, Цветы GIF
Цветы для тебя, Цветы GIF
ლექსები ყველაფერზე






ლექსები ,,დედაზე''  



კვირის დღეები
ორშაბათს, მათ ზარი უხმობს,
მძინარ ბავშვებს აღვიძებს,
ნუღარ დაიგვიანებთო, 
დედიკოებს გაფიცებთ!
სამშაბათი ძალას იკრებს,
შრომა აღარ აღონებს,
ავარჯიშებს და ასწავლის
უფრო კარგად აზროვნებს,
ოთხშაბათი ისე სწრაფად,
ჩაერია საქმეში,
მათემატიკის ამოცანა,
ამოხსნა, სულ წამებში,
ხუთშაბათი, ცოდნას იგებს,
საკონტროლოს დაწერით,
დაფებს ფოტოები ამშვენებს,
ათოსნების წარწერით,
პარასკევიც კი ბეჯითობს,
მაგრამ ცოტა დაიღალა,
და ემიკოს მერხზე მჯდომარს,
გემრიელად დაამთქნარა.
შაბათმა კი, კვირას უთხრა,
აბა, კვირავ, რას შვებიო?
გადაღლილან ბევრი სწავლით,
დავასვენოთ ბავშვებიო.
ჰოდა, მამამ ზოოპარკში,
წაიყვანა თემო, კატო,
პარკში, ნაყინი აჭამა,
ათამაშა და გაართო.
იბანავეს, მოწესრიგდნენ,
შეასრულეს დავალებაც,
ისევ ორშაბათი მოდის
და მათ ბევრი ევალებათ.
" სოფოს ბებო" _მანანა ტონია











რა ჰქვიათ პატარებს
მოდით ბავშვებო, ჩემოვყვეთ,
რომელ პატარას რა ჰქვია, 
დათვი რომ დაიბადება, 
განა მაშინაც დათვია. 
პატარა დათვი ბელია, 
ლეკვი - პატარა მგელია, 
ლიფსიტა თევზის შვილია, 
ნუკრი - პატარა შველია. 
კურდღლის შვილია ბაჭია, 
ბაცაცა - ციცქნა ბოცვერი,
პატარა ღორი გოჭია, 
პატარა ლომი - ბოკვერი, 
კამეჩის პირმშო -ყოყინა, 
პატარა ბატი - ჭუჭული, 
პატარა თაგვი - წრუწუნა, 
პატარა ვირი - ჩოჩორი, 
ძროხის ნაშიერს ხბო ჰქვია,
კატის შვილი კი კნუტია, 
პატარა ცხვარი - კრავია
პატარა მტრედი - ხუნდია, 
პატარა ცხენი - კვიცია, 
ხოხბის პატარა -- ლაპია, 
არწივის შვილი - მართვეა, 
ზაზუნას შვილი - ღლაპია, 
წიწილა ქათმის შვილია,
ფოთრი - პატარა ჯიხვია, 
პატარა სპილო - სპლიყვია,
ბჟიტი - პატარა იხვია. 
შევარდნის შვილი - ქულაა, 
ფარშევანგისა - ნამლევი, 
ინდაურისა - ჭუკია,
კოზაკი - ნორჩი აქლემი, 
პატარა თხაა ციკანი, 
ბარტყი - პატარა შაშვია, 
ყვავის შვილია ბახალა, 
ადამიანის - ბავშვია,
უჰ! დავიღალე, ამდენი
არც კი მახსოვდა, თუ იყო.
ნეტავი კუს შვილს რა ჰქვია, 
კუსუსუნა თუ კუიკო ?

ლექსები დედაზე




მშობლიური ენის წუთშესვენებისთვის პირველ კლსში
ეს მარჯვენა, ეს მარცხენა,
ხელი წინ და ხელი მაღლა,
ფრენაც ხელით შეგვიძლია,

განა ფრენა? წერაც, ძერწვაც,

ხატვაც ხელით შეგვიძლია,

უქმად მყოფს კი კეფის ქექვა,

ფეხებს რაღა შეუძლია?

სიარული, რბენა, ცეკვა,

ახლა სწრაფად დავასრულოთ

სასწავლი გვაქვს "დედაენა".
საშობაო სიმღერა

მასწავლებელი


მასწავლებელი – ჩვენს სიყვარულში
განათებული, როგორც ოცნება,
მასწავლებელი – სინდის-ნამუსი,

მხოლოდ ხალასი პატიოსნება. 
იის სურნელით დაფერილ წიგნში
შენ დამიკრიფე პირველი ია
მასწავლებელო, შენ ისე კარგი,
ისე ლამაზი სახელი გქვია!
ხარ `დედაენით~ მახარებელი
ჩვენც გვაზიარებ ქართულის სიბრძნეს.
შენი მადლის და გარჯის წყალობით
გზას ცხოვრებაში სიკეთით ვიგნებთ.
სულს და გონებას რომ გვიმზიანებ
და სიყვარულით გვავსებ პატარებს,
ყველა ბავშვს ისე ესათუთები,
თითქოს შოთას და ვაჟას ადარებ.
ყურს უგდებ მათი სულის მოძახილს –
იქნებ, ილია ზის მერხთან ისევ?
გჯერა, რომ მხოლოდ ცოდნის სიმართლე,
გამოაბრწყინებს სამშობლოს მზისებრ.
ჩვენს გამოყვანილ `აი ია~-ში
კითხულობ ქვეყნის მომავალ სვე-ბედს,
გსურს, რომ პატარებს ცოდნის სინათლე
ანგელოსივით მფარველად სდევდეს.

გივი ჭიჭინაზე-

-წერა-კითხვა ვისწავლე,
აი, უკვე დიდი ვარ.
არ წამიყვანთ სკოლაში?

ბაღში აღარ მივდივარ!..
თვლა ხომ ვიცი ასამდე,
თანაც ექვსი წლისა ვარ,
პატარა რომ ვიყავი,
განა ისევ ისა ვარ!
სულ ხუთებზე ვისწავლი,
ჩემს დედიკოს ვფიცავარ!

–––––––––––––

აწკრიალდა სკოლის ზარი
კვლავ მზისფერი 
სექტემბერი
შემოვიდა სხივთა ფრქვევით...
სიხარულით,
სიყვარულით,
აწკრიალდა სკოლის ზარი.
ღია არის
სინათლის და
სიბრძნის კარი!
ტკბილზე-ტკბილი
„დედაენა"
უხმობს, ელის
ახალ იმედს.
ვერ ეტევათ გულში ლხენა
პაწაწინებს.
ტკბილზე-ტკბილი 
ოცნებებით
იჩქარიან მოზარდები.
აქ იწყება
შრომის,
გარჯის
დიდი გზები.
დაებედოთ სწავლის ნატვრით
„ხუთიანთა" წყება-წყება.
აღმზრდელის და
სკოლის მადლი
არასოდეს გვავიწყდება.
სიხარულით,
სიყვარულით,
რეკავს ზარი:
მობრძანდითო,
ღია არის
სინათლისა და სიბრძნის კარი!







იავ-ნანა, ვარდო-ნანა,
იავ- ნანინაო!
შობის ლამაზ ვარსკვლავებმა
გაანათეს ცაო!
ანგელოზნი ზარებს რეკენ,
ციდან მოისმაო.
ფერად-ფერადი სიზმრები
თვალს დაგეფინაო,
დედიკოს ტკბილმა ამბორმა
ღრმად ჩაგაძინაო,
იავ-ნანა, ვარდო-ნანა,
იავ-ნანინაო!
ფეხაკრეფით მოდის ღამე- 
შობა დამდგარაო!
დაგებედოს, პაწაწინავ,
ღმერთის წყალობაო,
სიკეთე და სიყვარული,
ავის დაჯაბნაო!
ნანა, ჩემო სიცოცხლეო ,
იავ-ნანინაო!
საახალწლო
ფავორიტებში დამატება

- ახალი წლის საღამოა,
ქარი ქრის და ფიფქი ცვივა,
თოვლის საბანს რომ იხურავ,
ნაძვის ხეო, არა გცივა?
- არა მცივა, პატარებო,
მე ღიმილი თქვენი მათბობს
და გისურვებთ, რომ თქვენს გულშიც
არასდროს არ დაიზამთროს.
ზამთარია, მაგრამ გული
არ გითბებათ ყველას განა?
ხედავთ? თოვლის ბაბუამაც
საჩუქრები მოგიტანათ.
უღრან ტყიდან მოვიჩქარი,
ისე ძლიერ შემიყვარდით,
მე მოვედი, რომ ახალი
მოგილოცოთ წელიწადი.

 

 

 


ზამთარი

ფავორიტებში დამატება
ბიჭოს, რა თოვლი მოვიდა,
ნეტავ საიდან მოვიდა,
იმდენ ხანს დააგვიანა,
ალბათ, ძალიან შორიდან.
აუ, რამდენი ფიფქია,
ფიფქები ქარში მიქრიან,
ასე ლამაზი თუ იყო
ზამთარი, არც მიფიქრია.
ეი, ბეღურავ, მავთულზე
მობუზული რომ ზიხარო,
ჩემს აივანზე მოფრინდი,
საკენკი გადმოგიყარო,
ცოტათი გათბი, დანაყრდი
და მერე ერთად ვიხაროთ.

ნოდარ დუმბაძე

თოვლის ბაბუა
ფავორიტებში დამატება
გადმოლახა ზღვები და
გადმოლახა მთები -
მოდის თოვლის ბაბუა
დათოვლილი მხრებით,
დათოვლილი წარბებით,
დათოვლილი თმებით.
მოჰყავს დათუნიები
მოაქვს საჩუქრები.
გარეთ ცივი ქარია,
ათოვს მთებს და ველებს.
ალბათ სცივა ბაბუას -
ვინ გაუთბობს ხელებს?
როცა მოვა, ვიცეკვებთ
და გულს გავიხარებთ,
გაზაფხულის მოსვლამდე
არ გავუშვებთ გარეთ.




აუ, რა თოვლი მოვიდა
აუ, რა თოვლი მოვიდა
შორიდან, ცის სიშორიდან,
დიდგორიდან თუ გორიდან,
ყაზბეგიდან თუ შოვიდან.

ჯავახეთიდან, თორიდან,
თეთნულდიდან თუ უშბიდან,
აქამდე რად არ მოვიდა,
აქამდე რაღა უშლიდა.

საიდან მოდის ამ ღამით,
მყივარწვერიდან თუ ციდან,
გვახარა წელი ახალი,
თურმე ახალ წელს უცდიდა.

ფიფქების ცეკვა მაოცებს,
მეც ცეკვა-ლხენა მომინდა,
ღმერთო ქვეყანა დალოცე,
ახალი წელი მოვიდა!

ამინ!
ფავორიტებში დამატება
წუთი-წუთზე,
წუთი-წუთზე
წაბრძანდება ძველი
და შემოდგამს კარის ზღურბლზე
ფეხს ახალი წელი...
ბედნიერი ყოფილიყოს 
ის წუთი და წამი,
სიხარული დაჰყოლოდეს
ამინ!
ამინ!
ამინ!
აგვსებოდეს სასუნსულო
უხვი სასუსნავით,
გველხინოს და გვეჭიკჭიკოს
ამინ!
ამინ!
ამინ!
ქრისტეშობას დაგილოცავთ,
დაესწარით მრავალს,
გიდღეგრძელებთ მამულს, კერას,
გენს და შთამომავალს!
ათი მცნება იყოს ჩვენი
საწყის-დასაბამი,
ღვთისმშობელი
გვმფარველობდეს,
ამინ!
ამინ!
ამინ!...



ახალი წელი ინათა,
 ახალი წელიც გამოჩნდა თავისი ალმითა;
 სუყველას ჩამოუარა კარისკარ,
 ტკბილის სალმითა.
ბალღებს შესძახა:
- მოვედი, ადექით, ძილი კმარაო,
 მას წელს დავატკბობ,
 ვინც შარშან ამ დროს ვერ გაიხარაო.
თან მოვიტანე თქვენთვისა სიმკვირცხლე,
სიხარულიო, ხალისი სწავლა-ცოდნისა
და ერის სიყვარულიო:
 თაფლი, ჩურჩხელა, ჩამიჩი, ბასილა,
 თაფლის კვერიო,
ვაშლი და თხილი მრავალი,
 უხვად სხვაც ყველაფერიო;
ბურთი, ბზრიალა, ჩიკორი,
სხვადასხვა გასართობიო,
წიგნები ნაირ-ნაირი,
ერთი მეორის მჯობიო.
ადე, ჩაჰკიდეთ ხელი ხელს,
იხტუნეთ, იცქრიალეთო,
სხვა წლისთვის შესაგებებლად
ჩემი დღეები თვალეთო!


ახალი წელi
თქვენსკენ მოვეშურები,
აბა, ჰერი, მარხილო!
მოვალ წელი ახალი
საამო და სალხინო.
თეთრზე თეთრი ფიფქები
მომყვებიან მტრედებად,
სიუხვე და ბარაქა
სახლში დაგებედებათ.
აბა, ნუ შეგაშინებთ,
თოვლის კორიანტელი,
მომაქვს ქვეყნის სიკეთე
და მშვიდობის ნათელი!

ცირა ქიტიაშვილი
ახალი წელი
ფავორიტებში დამატება
ახალი წლის ღამეს
საოცრება ხდება,
ძველ წელიწადს კიდევ 
წელი ემატება.

ახალი წლის მოსვლას
ყველა ელოდება,
ნაძვის ხის ქვეშ პატარებს
საჩუქრები ხვდებათ.

ახალი წელი
ფავორიტებში დამატება
ახალი წლის ღამეა,
ცვივა თოვლის ფანტელი,
ქარმა დაატრიალა
თეთრი კორიანტელი.

ნეტავ რას აკვირდება
ცისფერთვალა ხატია?
ყინვას თურმე სარკმელი
კოხტად მოუხატია.

ნაძვის ხესთან ბავშვები
ცეკვავენ და მღერიან.
თითქოს ჭერიც იცინის,
ყველა ბედნიერია.
ზარის ხმაზე კარს აღებს
პაწაწინა ცაბუა
და ოთახში შემოდის
თოვლის თეთრი ბაბუა.

ის გზად არ შეუშინდა
ქარს და ყინვის მარწუხებს.
ახლა ხურჯინს გახსნის და
დაარიგებს საჩუქრებს.

ლუარა ჭანტურია
ახალი წელი ტყეში
ფავორიტებში დამატება
ახალი წლის ღამეა,
ციმციმებენ სანთლები,
მგელთან სტუმრად მიდიან,
ჟირაფი და დათვები.

მგელმა თავი გამოყო,
მომივიდნენ სტუმრები,
კორდზე დავლურს უვლიან,
მაჩვები და ტურები.

ციყვი გირჩს ახრამუნებს,
ნაზუქს აცხობს მელია,
ტურა შვილებს უმღერის,
ოდელია, დელია.

მხიარულობს მთელი ტყე,
ცეკვავენ და მღერიან,
ულოცავენ ერთმანეთს,
ყველა ბედნიერია.

გილოცავ! გილოცავ! ახალ წელს გილოცავ. შენ - ვისაც სამშობლო გიყვარს... გელა ხარ! თინა ხარ! შოთა ხარ! ცირა ხარ! ეს სულერთია - ვინ ხარ. ახალი წელია... თოვლიც გვესალმება... თოვლიც გვესალმება ციდან... - ცრემლები?! - ცრემლებზე - ბოდიში! - ღიმილი?! - ღიმილი - რამდენიც გინდა... ბავშვებო! თქვენსავით მეც ვიყავ მოსწავლე... მე დღესაც არ ვსწავლობ განა?! ამიტომ ერთმანეთს, ამიტომ ერთმანეთს ვუსურვოთ ხუთებზე სწავლა... გვიყვარდეს სამშობლო, სიმართლე გვიყვარდეს, გვიყვარდეს, გვიყვარდეს წიგნი... რაც უნდა ისურვო, რაც უნდა ინატრო, - ესაა ყველაზე დიდი. გილოცავ! გილოცავ! ახალ წელს გილოცავ. შენ - ვისაც სამშობლო გიყვარს... ზაზა ხარ! ლაშა ხარ! ვაჟა ხარ! ნინო ხარ! ეს სულერთია - ვინ ხარ!



დღეს ახალი წელია

დელი, დელი, დელია,
დღეს ახალი წელია.
თურმე ჩვენთვის ბებიას
ბევრი საჩუქრები აქვს.
-
ეს რა არის, ბებია?
-
ტკბილი ჩურჩხელებია.
ეს რაღაა, ბებია?
-
ტკბილი ნაზუქებია.
დელი, დელი, დელია,
დღეს ახალი წელია,
ყველაფერი ბევრია.
თოვლის პაპის ნათქვამი

ცეკვით, სიმღერით,
სიცილ-კისკისით
მომილოცია
ახალი წელი!
მომაქვს ციგები,
მომაქვს გუნდები,
მაჭახელების
ჭახან-ჭახანი!
მაღალი ნაძვის
მწვანედ ღაღანი,
მწვანე ნაძვივით
რწმენა მაღალი,
რომ ამ მიწაზე
აღარ იქნება
წყარო დამშრალი,
ნერგი გამხმარი.
გულს გაგვიხარებს
შრომის სიმღერა,
წარმატებები
ახალ-ახალი
და საქართველო
გახდება მალე
მართლაც ზღაპრული
მხარე ბაღნარი
მეკვლე ვარ!..
თოვლი მოსულა ქათქათა,
მთა-ბარი დაუბარდნია,
მეკვლე ვარ,
-
ვარსკვლავბიჭუნა,
ახალი წელიწადია!

ციდან ეშვება ფარფატით
ფიფქები, სხივთაფერება,

მომყვება თოვლის ბაბუა,
ხალისით ამემღერება:
-
კარი გამიღეთ,
მეკვლე ვარ!
ახალწლის მახარობელი,

მომაქვს ათასი სიმღერა,
მამულის საგალობელი.

ნაძვის ხის სიმღერა
მოვალ, როცა მთა და ბარი
თეთრ ნაბადში გაეხვევა,
პატარების საოცნებო
საახალწლო ნაძვის ხე ვარ.
ჩამოვიყვან თოვლის პაპას,
მხარზე ხურჯინგადაკიდულს,
ჩამოვიტან ნამცხვარს, ქადას,
ჩურჩხელას და შაქარყინულს.
მალხაზებო, მანანებო,
ვარსკვლავების სადარებო,
მოდით ჩემთან, საჩუქრები
დაგირიგოთ, პატარებო!
სიმღერებით ცა მთოვარი
გაათბეთ და გაადარეთ,
ეს ახალი წელიწადიც
ბედნიერად გაატარეთ!

საახალწლო
- ახალი წლის საღამოა,
ქარი ქრის და ფიფქი ცვივა,
თოვლის საბანს რომ იხურავ,
ნაძვის ხეო, არა გცივა?
-
არა მცივა, პატარებო,
მე ღიმილი თქვენი მათბობს
და გისურვებთ, რომ თქვენს გულშიც
არასდროს არ დაიზამთროს.
ზამთარია, მაგრამ გული
არ გითბებათ ყველას განა?
ხედავთ? თოვლის ბაბუამაც
საჩუქრები მოგიტანათ.
უღრან ტყიდან მოვიჩქარი,
ისე ძლიერ შემიყვარდით,
მე მოვედი, რომ ახალი
მოგილოცოთ წელიწადი

საახალწლო
ფავორიტებში დამატება
რაც ძველია, ძველია,
ძველია და მიდის.
დღეს ახალი წელია,
ზეიმია დიდი.
დაფიფქული წარბებით,
დათრთვილული ქუდით
თოვლისპაპა მოვიდა
თოვლი მოაქვს გუდით.
აბა, ჩქარა, ბავშვებო,
გავანძრიოთ ხელი,
თორემ დაგვიძველდება
ეს ახალი წელი.

მორის ფოცხიშვილი
საახალწლო

ჩვენი კოპწია ნაძვის ხე
დღეს ათასფერად ბრჭყვიალებს,
შენ, ჩვენო თოვლის ბაბუავ,
მოსვლას ნუ დაიგვიანებ.
მოდი, გვაცეკვე, გვამღერე,
ისმინე ჩვენი ძახილი,
ჩვენს ბაღში შემოაგელვე
ეჟვებიანი მარხილი.
ახალი წელი მოვიდა,
შენთვის გოზინაყს ვაკეთებთ,
ვიცით, ხურჯინით მოგვიტან
საჩუქრებსა და კანფეტებს.
-
სიმღერით გადმომილახავს
გზა შორი, ძნელად სავალი.
ვინა მყავს თქვენზე ძვირფასი,
ცუგრუმელებო სალამი!






საახალწლო

ახალი წელი ნიკაა,
თოვლის ბაბუა - ანდრია,
ფიფქია - ციცქნა თამუნა
იღვიძებს დილაადრიან.

-
ჩქარა ჩაიცვით, ბიჭებო,
ზეიმზე გვაგვიანდება,
არ დაგვავიწყდეს ხურჯინში
ბევრი მაშხალის ჩადება.

საჩუქრებს რომ დავარიგებთ,
შევეგებებით ახალ წელს,
ერთად ჩავაქრობთ ნათურებს,
მაშხალებს ერთად ავანთებთ.

ერთად შევხვდებით ახალ წელს,
ლექსებით, ცეკვა-სიმღერით,
ყველამ იცოდეს, - გმირებად
საქართველოსთვის ვიზრდებით!..

ელენე სალარიძე

საახალწლო სიზმარი ახალი წლის ღამეა და სასწაულს ველი, მალე დაჰკრავს თორმეტჯერ - მიდის წელი ძველი. ნაძვის ხესთან ვზივარ და არ ჩამთვლიმოს, ვცდილობ. თოვლის პაპას რომ დავხვდე, არ მსურს, დავიძინო. გარეთ ცივა, სახლში კი საამურად თბილა... ჰოდა, შუაღამემდე ჩამეძინა ტკბილად. თოვლის პაპა მესიზმრა და სიზმარი ახდა - როცა გამომეღვიძა, საჩუქრები დამხვდა. ასე ჩუმად რად მოდის თოვლის პაპა, ნეტავ? შუაღამეს რად უცდის, დღე რატომ ვერ ვხედავ? ნატვრადა მაქვს ქცეული თოვლის პაპის ნახვა... კიდევ ერთ წელს მის მოსვლას სად ვუცადო ახლა?... ვასილ გულეური

საახალწლო სურათი

კერაში ცეცხლი გუზგუზებს,
ციმცირებს ალი ალზედა;
გარშემო სხედან ბავშვები,
ძილი არ მოსდით თვალზედა.

დედა პურსა ზელს, ბებიას
მოაქვს ხაჭო და ყველია;
ქოთნით რძე შესადედებლად,
შავ ძროხის მონაწველია.

მამა საფუტკრეს ყოფილა,
მას თაფლი მოაქვს გობითა,
ვით ქარვა, ისე ბრწყინავენ
ფიჭები გარეგნობითა.

კალათში რაღა აწყვია? -
ვაშლები, ბროწეულია,
ჩურჩხელა, ტკბილი კვერები
და მსხალი მოწეულია.

სოფლისა წესი ასეა სოფლისა წესი ასეა: ჩვენ წავალთ, სხვანი რჩებიან; მკვდრების მაგივრად მალედვე მეორეები ჩნდებიან. სიცოცხლეს სიცოცხლე უყვარს, ეს მიტომ დადვა წესადა; სიკვდილი გაუჩენია მას თავის გასაკვებადა. იმიტომა სძულს უძულური, ვით ტანსაცმელი ძველია: რომ უყვარს ნორჩი, ახალი, მით დაიმშვენოს წელია. დავიხოცებით, სიყვარულს საკუთარს, ნადებს გულადა, ვკარგავთ პირადად და ვფიქრობთ საქვეყნოდ დაკარგულადა. მკვდარნი ვეკარგვით სიყვარულს, ის ისევ რჩება ცხოვლადა, დაფრინავს, როგორც ფარვანა, საამო, კარგი ყოვლადა, გულის ძგერა აქვს სამეფოდ, ვნებათ ღელვა ჰყავს მშობლადა. ცოცხლებს უძგერებს კვლავ გულსა, შიგ ია-ვარდის მრგველია, იმისგან ჰყვირის ირემი, მისით დაფრინავს შველია; მისგანა გალობს ბულუბლი, მისგნითვე მწვანობს ველია, იმისგან ხარობს ბუნება - უკანასკნელი მწერიაზღვაში იღუპვის ჭაბუკი, თავის სატრფოსთვის ხელია. დიდება ქვეყნის შემომქმედს, რა კარგად დაუწერია!..

მოვალ, როცა მთა და ბარი
თეთრ ნაბადში გაეხვევა,
პატარების საოცნებო
საახალწლო ნაძვის ხე ვარ.
ჩამოვიყვან თოვლის პაპას,
მხარზე ხურჯინგადაკიდულს,
ჩამოვიტან ნამცხვარს, ქადას,
ჩურჩხელას და შაქარყინულს.
მალხაზებო, მანანებო,
ვარსკვლავების სადარებო,
მოდით ჩემთან, საჩუქრები
დაგირიგოთ, პატარებო!
სიმღერებით ცა მთოვარი
გაათბეთ და გაადარეთ,
ეს ახალი წელიწადიც
ბედნიერად გაატარეთ!
წელიწადი
გაზაფხული, ზაფხული,
შემოდგომა, ზამთარი, -
ესეც შენი ოთხი დრო,
წელიწადი მზად არი.

გიორგი წერეთელი
მომაქვს დიდი საჩუქარი!
კარი ფართოდ გამიღეთ!
მე და მამამ საახალწლოდ
შევიძინეთ ნაძვის ხე!
---------------------
მოვრთეთ მზით და ვარსკვლავებით

მწვანე კაბა აცვია!
აციმციმდა ათასფერად,
რა ლამაზი ნაძვია!
მოვიწვიეთ მეგობრები:
ზაზა, ნიკა, თამთა, ლალი!
და ზეიმი გაიმართა,
საახალწლო კარნავალი!..

მეკვლეს ხედავთ? მთვარის სხივი
რომ უნათებს თოვლში გზა-კვალს,
გაგვახარებს, გვათამაშებს
და გვიამბობს ზამთრის ზღაპარს:
საჩუქრებით დახუნძლული
ჩვენთან მოდის
თოვლის პაპა!
თამუნია დილიდან
რთავს ხასხასა ნაძვის ხეს,
რიგრიგობით ათავსებს
ტოტზე ბურთებს, ლალისფერს.

ვერცხლისფერი რგოლები
სულ, სულ ზემოთ დაჰკიდა,
მერე პაპას მიეჭრა,
-
ახლა იცი, რა მინდა?

შენ ხომ ყოვლისშემძლე ხარ,
ჰოდა, თუკი გცალია,
მომიწყვიტე ვარსკვლავი,
გეხვეწები ძალიან.

აარჩიე ყველაზე
ლამაზი, თან პატარა,
სულ კი არ დავიტოვებ,
მერე მტრედებს გავატან.
             ***


ზამთარია, გათენდა
თოვლიანი დილა,
სუსხიანი ამინდით
ველი გადაღლილა.
ბეღურები მობუზულან,
ხის ტოტებზე სხედან,
გაზაფხულის თბილ დღეებზე
თუ ფიქრობენ ნეტავ?




                                                       ლექსის ძიება



ლექსები სწავლაზე


             
ლექსები შემოდგომაზე



                                           
ლექსები სამშობლოზე
ლექსები ცხოველებზე
           
ლექსები დედაზე
                                   
ლექსები გაზაფხულზე
გულუბრყვილო პატარები
                        
ლექსები ოჯახის წევრებზე
ლექსები ზაფხულზე

ლექსები ყვავილებზე ,მცენარეებზე
ლექსები წელიწადის დროებზე
ლექსები სათამაშობზე
ლექსები თამაშებზე
ლექსები მეგობრობაზე
   
საახალწლო ლექსები
ლექსები ზამთარზე


ვიდეო  ლექსები










ლექსები -დედაზე



მაია წიგნაძე–საბავშვო ლექსები



****

ვზივარ და ვფიქრობ
რა გიჭირს,რა გილხინს,
თუმცა ვერ გშველი დედი,
გადათენთილან თოვლით იები,
მეც მალე მოვალ დედი.
მოვალ,მოგიტან,მინდვრის ყვავილებს,
რომ თმებს ჩამაწნა დედი,
შენით ვსუნთქავ და შენით ვივსები,
არ დამეღალო,დედი!...
ისევ გაწვიმდა,ისევ დაქროლა,
ცოტაც გავუძლოთ დედი,
მალე,სულ მალე გამოიდარებს,
შენს თეთრ ფანჯრებთან დედი.
მტვრიან ქუჩაში თუ წამაქციეს,
წამომაყენე დედი,
შუბლზე დამადე თბილი ხელები,
ცხელი ხომ არ ვარ,დედიი...
გამალამაზე,გამამზიანე,
როგორც გჩვევია დედი,
მზეს გამოართვი თარგი კაბისთვის,
გამაპატარძლე დედი.
ჩემო სითბოვ და ჩემო სიცხადევ,
სულ მიღიმილე დედი,
მასწავლე როგორ ვიყო,ვიცხოვრო,
რომ დაგემსგავსო დედი.
გზები მიჩვენე მზისკენ მავალი,
ლოცვაც მასწავლე დედი,
მერე რა მოხდა დღეს თუ ქარია,
ან თუ ყინვაა დედი,
მინდვრის ყვავილებს თოვლშიც ვიპოვნი
და დაგიკრიფავ დედი




დედა

როსარასნაცვლად - ამბობდიალას“,
როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა;
ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილნანას“ -
ვინ გიმღეროდა?!
- მშობელი დედა.
ეზოში როცა იტკენდი რამეს, -
ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?!
შენი გულისთვის უძილო ღამეს
ვინ ათენებდა?!
- მშობელი დედა.
ახლა, - ხელში რომ გიჭირავს წიგნი, -
შენს სიცოცხლეში იმედს ვინ ჰხედავს?!
შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრით
ვინ ვერ ისვენებს?!
- მშობელი დედა.
ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე
ვის უხარია ყველაზე მეტად?!
ყველაზე უფრო, - თუკი ივარგებ, -
ვინ იამაყებს?!
- მშობელი დედა.




ხელისგულზე

- შენ მაჩუქე მზე და მთვარე,
ვარსკვლავებიც ზედა!
სულ აკვანზე დამიყარე,
საყვარელო დედა.
ყანა, წყარო, ლურჯი მთები, -
რასაც თვალით ვხედავ,
მთელ სამშობლოდ მომიძღვენი,
საყვარელო დედა.
ხელისგულზე ერბო-ვერცხი
ვინ შეიწვას ნეტავ,
შენს ამაგს ვინ გადაიხდის,
საყვარელო დედა.

*****

შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა,
ამ მშორდებოდი წუთით, საათით,
რომ სიარული გესწავლებინა
შენც დადიოდი ჩემთან ტაატით.

მე შენი წმინდა შუქი მეფინა,
შენსკენ მოვრბოდი ხელებგაშლილი,
რომ ლაპარაკი გესწავლებინა,
შენც ტიტინებდი ჩემთან ბალღივით.

დედავ, ვიყავით თითქოს ტოლები,
თითქოს ფიქრები გვქონდა საერთო,
შენც ჩემს გაკვეთილს იმეორებდი,
რომ ჩემში ცოდნის შუქი აგენთო.

თურმე რამდენჯერ ავად გავმხდარვარ,
რამდენჯერ სენმა ხელი დამრია,
დედავ, იმდენჯერ ბღუჯა ჭაღარა,
თმებში ჭაღარა შემოგპარვია.




ყველაზე ლამაზო

ყველაზე ლამაზო,
ყველაზე კეთილო,
ნუ სწყრები მალ-მალე,
პატარა დედილო!
მე მინდა, ყოველთვის
იცინო ლამაზად,
ნებივრად გივლიდეს,
მე ვეტყვი მამასაც.
თავზე რომ მევლები,
ზრუნვით რომ დამცქერი,
ახლა მე ვიქნები
სულ შენი დამცველი.
პატარა, ჯიუტი
თუ გყავდი აქამდე,
ხომ უკვე დიდი ვარ,
დარდები გაფანტე.
გამგონეც ვიქნები,
დამჯერიც ვიქნები,
ოღონდაც ნათელ შუბლს
ნუ იღლი ფიქრებით.
თუ რამე ვიტკინე,
მიშუშებ ალერსით.
ახლა მე გაკოცებ
მაგ ლამაზ თვალებში!





მე და დედა

მე და დედა რატომ ვართ
მეგობრები, არ იცით?
იმიტომ, რომ ერთმანეთს
ვეხმარებით ხალისით.

შველა მინდა? _ მიშველის.
არც მე ვყავარ ურგები,
ავიფარებ წინსაფარს,
მხარში ამოვუდგები.

შველა უნდა? _ ვუშველი,
მოვუჯდები სუფრაზე
და დედიკოს ნახეკავს
მადიანად ვუფასებ...

ლოყებგამოტენილი
ღლაპსა ვგავარ ასაფრენს!
ესეც მიხმარებაა _
არ ვუწუნებ არაფერს.

ჩემს დედიკოს ვუყვარვარ
თავის ორთავ თვალივით,
იმიტომაც შემარქვეს
დედის გულის ყვავილი.




 დედა

დედაზე ტკბილი და საყვარელი,
ხომ არც არსებობს,არც არსებულა.
დედის შესადარ სიტყვას ვერ იტყვი,
არც ითქმება და არც ადრე თქმულა.
დედა-ეს სიტყვა,ყველაფერს უდრის
სიცოცხლეს,სითბოს,სიხრულს,მზესაც
და მის საშველად ცეცხლზეც,რომ დამწვან,
სიტყვას ხმამაღლა არ დავძრავ ერთსაც.
დედა,ეს არის ისეთი ძალა,
კაცმა ნათქვამი რომ დაგიმტკიცოს,
მას ყველაფერი დაეჯერება
მშობელი დედა რომ დაიფიცოს.
სანამ დედა მყავს არ დავბერდები
ასე ამბობენ,ასე მღერიან,
ადრე დაობლდე,ან გვიან თუნდაც,
დედას სიკვდილი არ უწერია




დედა

დედავ - სიცოცხლის დიდო საწყისო,
დედავ - ცხოვრების ბურჯო მაგარო,
ეს გული შენი გულით ხალისობს,
შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.
ჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანს
შენ დამღეროდინანას“, „მზე შინას“,
რამდენი ღამე არ გძინებია,
რომ ჩემთვის ძილი გესწავლებინა.
შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა,
არ მშორდებოდი წუთით, საათით,
რომ სიარული გესწავლებინა
შენც დადიოდი ჩემთან ტაატით.
მე შენი წმინდა შუქი მეფინა,
შენსკენ მოვრბოდი ხელებგაშლილი,
რომ ლაპარაკი გესწავლებინა,
შენც ტიტინებდი ჩემთან ბალღივით.
დედავ, ვიყავით თითქოს ტოლები,
თითქოს ფიქრები გვქონდა საერთო,
შენც ჩემს გაკვეთილს იმეორებდი,
რომ ჩემში ცოდნის შუქი აგენთო.
თურმე რამდენჯერ ავად გავმხდარვარ,
რამდენჯერ სენმა ხელი დამრია,
დედავ, იმდენჯერ ბღუჯა ჭაღარა,
თმებში ჭაღარა შემოგპარვია.
როცა მაცნობდი წარსულს დარდიანს,
შენს ხმაში კრთოდა სევდა ფარული,
შენ შემაყვარე, დედავ, ნამდვილად
ჩემი ქვეყანა, ჩემი მამული.
ახლაც შენა ხარ შენი კანდელი,
სიცოცხლის დიდი გასხივოსნება,
შენ შემაყვარე დღე დღევანდელი,
ხვალინდელ დღეზე ტკბილი ოცნება.
შენ დამილოცე ქვეყნად კაცობა,
თავზე ნამუსის ქუდი დამხურე,
სულ შენ გეკუთვნის თუ რამ მადლობა
და სიყვარული დავიმსახურე.
დედავ - სიცოცხლის ტკბილო საწყისო,
დედავ - ცხოვრების დვრიტავ მაგარო,
ეს გული შენი გულით ხალისობს,
შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.


დედა

თუ შენს სკოლას ასახელებ,
სად იყო და სად არა,
დედის გულის ხმა მოგწვდება,
ჩემო კარგო, პატარავ!
როცა ტოლებს ჩამორჩები
და სწავლა არ გწადია,
დედის თვალზე ცრემლს რომ ნახავ,
მისი გულის დარდია!
სადაც იყო, ყველგან გნახავს
დედის გული ალალი.
ან დედაზე საყვარელი,
მითხარ, ქვეყნად რა არი!
და, პატარავ, მაშ იცოდე,
ყველას შეუყვარდები,
ოღონდ დედის გულს უსმინე,
გაუფურჩქნე ვარდები.
ჩემო ტკბილო, ჩემო კარგო,
მზე რომ გიკრთის თვალებში,
თან ატარე სასოებით
დედის წმინდა ალერსი.
და რაც უთხრა, რაც შეჰპირდე,
იცოდე, ჩვენც გვპირდები.
გმირი, ზრდილი, პირდაპირი,
შენ სამშობლოს სჭირდები.


დედა

წყაროს წკრიალი რომ მესმის,
გულს რომ აცოცხლებს ცივ-ცივი,
ეს დედაჩემის ხმა არის
და დედაჩემის სიცილი!
მაღლობზე ტყე რომ შრიალებს
მთას მიქარგული არშიად,
დედას, საყვარელ დედილოს
თითქოს თმა ქარში გაშლია!
მთების მხურვალე კალთებიც
დედის კალთაა ნამდვილად,
მთაზე რომ თეთრი ნისლია,
დედამ უბოძა მანდილად!
ასეა ჩემი სამშობლო
მიწის ყოველი მტკაველი,
დედის მკერდივით თბილია,
ტკბილია ჩემი მთა-ველი!



დედას

ჩემო ლამაზო დედიკო,
როგორ მიყვარხარ, როგორ,
შენს დარიგებას გავიგებ
არ დამიღონდე ოღონდ.
ლამაზ გაზაფხულს მოგიყვან
 და გაგახარებ ძლერ,
მოგეფერები, მოგართმევ
ენძელებსა და იებს.



დედა

დედა ჰქვია
დედაციხეს,
დედაქალაქს,
დედამიწას,
დედაბოძს თუ დედაენას
დედის ძალა დედამ მისცა!
დედა უძღვის წინ ყველაფერს,
ჩვენს სალოცავს,
ჩვენს საფიცარს...
რადგან ძალა დედამ მისცა,
დედა იცავს დედამიწას!




დედა

თუ გინდა, რომ არასოდეს
არ დაბერდეს დედა,
გაუღიმე, მიეფერე,
როცა დაღლილს ხედავ.
დედის გული შენზე ფიქრით,
ლოცვითაა სავსე.
თუ რაიმე გაგიჭირდა,
დედას უხმობ წამსვე.
უღალატო, უანგარო,
გიერთგულებს მარად,
თითქოს ყოფნას გიმსუბუქებს,
გაფრენს ჩიტის დარად.
ქვეყნად დედის გულის მსგავსი
ვერაფერი ნახო.
მხოლოდ კარგი იყავი რომ,
მადლი დაუფასო.
თუ გინდა, რომ არასოდეს
არ დაბერდეს დედა,
გაუღიმე, მიეფერე,
როცა დაღლილს ხედავ.





დედა

ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,
მაგრამ დედა კი - მხოლოდ ერთია.
დედა ერთია ვით მზის ამოსვლა.
ვით უკდავება, დედა ერთია,
და ქვეყანაზე ომის დაწყება
ეგ იგივეა - დედას ესვრიან.
ახალს ლანდივით შორდება ძველი,
ცხოვრების გზაზე ვის არ შეცვლიან,
არ გაჩენილა დედის შემცვლელი, -
სილამაზე და დედა ერთია.
დედა ერთია ვით სინანული,
ვით სისპეტაკე, დედა ერთია,
სიკვდილისათვის თვალის ამოთხრა
მხოლოდ დედას თუ გაუბედნია.
დედამ დათესა ეგ სილამაზე,
დასაბამიდან რასაც ეტრფიან,
ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,
მაგრამ დედა კი მართლა ღმერთია.




სახალისო და საჭირო ზღაპარი ბავშვებს.

დაგვეხმარეთ, ბავშვებო!

ერთხელაც, განსჯა დაიწყეს
გრძნობათა ორგანოებმა,
ჩხუბით ყურიც კი წაიღეს,
თუ ვის რა მოეთხოვება.

ახსნეს საქმენი ქებულნი,
ყველამ სთქვა, ვართო „მთავარი“,
მათ კამათს ჩასაფრებულნი
უსმენდნენ ბესო,თამარი.

ცხვირმა აპრიხა წვერო და,
თქვა როლი მაქვსო რთული,
ყველას დახედა ზემოდან,
ჩემით გიდგიათ სული:

-მხოლოდ ერთადერთს თქვენს შორის,
მაქვს ყნოსვა, გითხრათ მართალი,
მე ვამცნობ თეას და ბორისს,
“ქურაში ცხვება ნამცხვარი.”

ენა გაბრაზდა, მაშ გემო?!
თქვით ჩემი როლიც ბარემ,
როგორ მიხვდებით, ნაყინი,
ტკბილი არის, თუ მწარე?!

ნატა გაცივდა, წამალს სვამს,
გოგომ მოჭმუხნა თვალები,
სიმწარეს ვუქრობ, იმავ წამს
მურაბით მივექანები.

კანმა ბურძგლები აჰყარა,
და გააჩუმა ყველა:
როგორ შეიგრძნობთ, ვინ გეტყვით,
როცა ცივა, ან ცხელა?

დაფარული ვარ, ვერ მხედავს,
პაწაწკინტელა გერა,
მე მივეხმარე, რომ იგრძნოს,
დედა რომ მიეფერა.

ყურებმა, ეს რომ გაიგეს,
გაბრაზდნენ, შექმნეს ყაყანი:
-მასწავლებელი რას უხსნის,
როგორ გაიგებს ბაქარი?

დაცქვეტილნი და მორჩილნი,
ყურადღებით ვართ კლასში,
ჩვენ ვეხმარბეით, ძმობილნი,
რომ გახდეს კარგი ბავშვი.

ლამის ამოხტნენ ბუდიდან,
ისე გაბრაზდნენ თვალები,
აყვირდნენ:-თქვენ ამ წუთიდან
ხართ ძლიერ შესაბრალები!

ბეჯითნი ჩვენ რომ არ ვიყოთ,
არ წავიკითხოთ წიგნები,
ჰკითხეთ მოსწავლე დათიკოს,
წარჩინებული იქნები?

ჩაფიქრდნენ,ვეღარ ხვდებიან,
დაიბნენ ბესო, თამარი,
ერთმანეთს ეკითხებიან,
რა ორგანოა მთავარი?

ვერ გამოიცვნეს, აყვირდნენ,
მათაც დაიწყეს ჩხუბი,
ერთად გადავჭრით საკითხებს,
დაგვეხმარებით თუ კი.






                             

   საახალწლო ლექსები თოვლის ბაბუაზე.

თოვლის ბაბუ ნანატრო,
შემოაღე კარი,
მოხსენ თავი შენს ხონჩას,
მომეც საჩუქარი.
====================

თოვლის პაპას, ფიფქიას,
ველოდები პატარა,
მითხრეს, რომ დავიძინო,
ბებომ დამიტატანა,
დედამ მაბანავა და
დამივარცხნა თმები,
როდის მოვა ის პაპა,
მინდა საჩუქრები.
=======================
თოვლის ბაბუც მოვიდა,
მას თან მოჰყვა ფიფქია,
ჩემთვის რა მოეტანა,
ბაბუსაც უფიქრია.
ის ხურჯინი სავსე აქვს,
საჩუქრები ურიგოს,
ნანას დიდი თოჯინა,
მანქანა კი ზურიკოს.
ტრაქტორი,კანფეტები,
რეზიკოს ავტობუსი,
მე კი ბაბუმ მომართვა,
დიდი, მრგვალი გლობუსი.
ტატოს წიგნი,რვეული,
ორცხობილა მახარეს,
თოვლის ბაბუ კეთილი,
დღეს ყველას გაგვახარებს.
=======================
მოდის, ბაბუ თეთრწვერა,
ჩვენთან მოაქვს ფიფქები,
ახალი წლის მოსვლამდე,
მეც ეზოში ვიქნები.

გავუკეთებ თოვლისგან,
ციცქნა ბაბუს, პატარებს,
მერე მამა მარხილით,
აღმა-დაღმა მატარებს.

ყველას მივეფერები,
და დავირბენ ამ ქუჩებს,
მერე სანტაც მოვა და,
ავტომობილს მაჩუქებს.

       
ლექსები ახალ წელზე ვისაც უნდა)))

ველოდები ახალ წელს,
თოვლის პაპას, ხურჯინით,
ეზოს თოვლის ბაბუა,
დგას უსიტყვოდ, მუნჯივით.
-ბაბუ, ერთად ვიმღეროთ!-
ვეხვეწებით ბავშვები,
გვიჩურჩულებს:-მზეს თხოვეთ,
ნუ ამოვა, დავდნები!
უკვე,ეს დღეც დამთავრდა,
საღამოა, ბინდდება,
თოვლის ბაბუ საჩუქრებს
ახალ წლისთვის გვპირდება.
ცოცხალ პაპად იქცევა,
ხურჯინს ჰკიდებს ხელასა,
შემოაღებს კარებს და
გაგვახარებს ყველასა.
=================
თოვლის პაპავ და ფიფქიავ,
გთხოვთ ცოტა ჩქარა იაროთ,
თქვენგან საჩუქრებს მოველით,
მოსვლა არ დაიგვიანოთ.
==========================
ხილეულით და ტკბილებით
სულ დაგვიხუნძლე, ვაზები,
სულმოუთმენლად მოგელით
ახალო წელო, ბავშვები.
=======================

არ მინდა კანფეტები და,
არც ტორტები და კექსები,
ახალ წელს ვთხოვ- პოეტებმა
მოგვიძღვნან ბავშვებს ლექსები!.
============================
მე კი მინდა, რომ იმ ბავშვებს,
ბებოსთან ცხოვრობს რომელიც,
ახალმა წელმა მოჰგვაროს
და დაუბრუნოს მშობელი.
=============================
ახალ წელს ბევრსა არას ვთხოვთ,
ბავშვები, ერთი ციდები,
გამოცანები, ლექსები,
და გვინდა ზღაპრის წიგნები.
=================================
მე მინდა, ახალი წლისთვის,
არ მოჭრან ციცქნა ნაძვები,
არ მოუსწრაფონ სიცოცხლე,
თორემ ვიტირებთ ბავშვები.




თოვლის ბაბუ ავად გამხდარა!!!

თოვლის ბაბუ, შუადღით,
თურმე, ავად გამხდარა,
და საშველად მოსული,
ტყის ტაფობზე დამდგარა.

მყისვე კურდღელს მოვუხმეთ,
ექიმად, ის ჩავთვალეთ,
მაგრამ განთქმულ დასტაქარს
დარჩენია სათვალე.

პირში ძლივსღა ჩახედა,
აქვსო თეთრი ნადები,
-ჩქარა უნდა ვუწამლოთ,
გაუცივდა გლანდები!

თავზე ქუდიც დავხურეთ,
შევუხვიეთ კისერიც,
ის კი ნაღვლიანი და
მოწყენილი გვიცქერის.

სითბომ აღარ უშველა,
მოიღუშა წარბები,
სასწრაფოდ, ლოლუების,
მოვუტანეთ აბები.

ჭამა ბევრი ნაყინი,
არა აქვს უმადობა,
კარგად ვარო შეგვცინა,
გვიძღვნა დიდი მადლობა.

ველოდებით ბაბუას
ნაძვის ხესთან ახალ წელს,
უხვად დაგვასაჩუქრებს,
მოვა- არ გვიღალატებს.


მანანა ტონია.24.12.13.

Комментариев нет:

Отправить комментарий