,,ასოხატულა კუნწულებიდან''
ა
არჩევანი, არადანი,
ალამს არხევს ალამდარი,
ამ მიწის და ამ ცის დარი
არის სადმე?
- არსად არის!
ი
იისფერი ივნისის ცა
ისევ ბრწყინავს მზით გიზგიზა,
ივრისპირა იალაღზე
იფნის ისრებს ითვლის იზა,
ვის მიართმევს ,იცით ვისა?
ციცქნა ბიჭსა,ირაკლისა.
გივი ჭიჭინაძე
ია
ველში ია ამოვიდა ,
მიიხედა,მოიხედა,
,,მწყურიაო! ჩუმადა თქვა,
დაძახება ვერ გაბედა.
შიო მღვიმელი
დ
დიდი დათვი დრუნჩიანი,
დუდღუნა და დანდალაო,
დილით ადრე წამომდგარა,
თაფლის ჭამით დამთვრალაო,
დამთვრალა და,და,ად,და,და!
რა დიდგულა გამხდარაო!
ე
ენაჭიკჭიკა ელენე
ექვს სტუმარს ერთად ელისო,
ეკუნას, ელდარს, ექვთიმეს,
ევას,ემზარს და ელისოს,
კედლის ჭერს სწვდება სურნელი
სველ-სველი ენძელებისო.
მ
მელამ მოგაგნო, მამალო,
მურას მოუხმე მალეო!
მანამ მშველელი მოგივა,
მაყვლნარში მიიმალეო.
ს
სოსო ასე რას ხალისობს?
დღეს სურვილი აისრულა,
საგანგებოდ შეუკერეს
სამაისო მაისურა.
რ
რაშს მათრახი გადავკარი
ნაპერწკლები გადმოყარა,
წინ გავარდა, როგორც ქარი,
მაქრიალა შარა-შარა.
ჩ
ჩუმად გამცალა ყვინჩილამ
ჩარდახში არა დამრჩა რა ..
ჩირი,ჩურჩხელა,ჩამიჩი
ჩანთით შინ წააჩანჩალა.
ვ
ვანის ველზე ვენახი გვაქვს,
ვბარავთ,ვმორჩნით
ვწამლავთ,ვყელავთ,
ვერვინ გვჯობნის სწავლაში
და
ვაზის მოვლაც ვიცით ყველამ.
ნ
ნამნაპკური ნანას ყანა
ტანს იმშვენებს თანდათანა,
ნიავს ნაზად მინდობილი
ისმენს ნარნარ იავნანას.
ზ
ზარი ზანზარებს უზარმაზარი,
ზარმაც ზაზუნას დასცა თავზარი.
ო
ოქროსფრად მორთულ
ოქტომბრის ბოლოს
ო,როგორ უხმობს
ოლოლი ოლოლს!
თ
თრიალეთის მთათა კალთებს
თავზე მთვარე დაჰქათქათებს,
თეთრ თელასთან ფთილაა თუ
თეოს თეთრი თრითინა თვლემს.
შ
შარიშურა შინდიანში
შტოზე შეჯდა შვიდი შაშვი.
შეეხვეწა შაქრო შიოს :
-შვილო შურდულს შეეშვიო.
კ
კუტკალია სკუპი-სკუპა
კვლავ გაჰკივის კარდაკარა
-კალიების მკლავი ვარ ,
საკორკოტე ქვაბ-კასრს ვკალავ!
ლ
ლომმა დაღლილი თვალი მილულა,
სველ ლელიანში სულს ლევს გმირულად.
ბ
ბილიკ-ბილიკ ბურტყუნებს
ბრიყვი ბელი-ბელუკა;
-ბანით ვჯობნი ბულბულებს,
ბეჭებით კი- ბერმუხას.
უ
უმაძღარა ღრუტუს უჩა
უნაბს უყრის ბღუჯა-ბღუჯა.
პ
პაპანებაში ტყის პირას
პავლიას პაპამ პაპუნამ
პილპილს,პრასსა და პომიდორს
აპკურა შხაპი- შხაპუნა.
გ
გუგუ-გუგუ ! -
გუგულმა,
გულჭრელათა გვარისამ,
გამარჯობა გვისურვა,
გული გაგვიხალისა.
ც
ცივი ცვარი ცვივა ციდან,
სცივა,სცივა ციდა ცინდალს,
ცხიკ და ცხიკო! - აცემინებს,
ციცქნა ცხვირი გაუცივდა.
წ
წვიმიანში,გაწეწილი,
წისქვილის წინ წუხს წიწილი,
-წია,წია!-მწარედ წივის,
წნორის წნელზე წაჰკრა წვივი.
ხ
ხევ-ხევ ხერხი მოცუხცუხებს
აცახცახებს ვერხვებს,მუხებს.
ფ
ფრთაფოფინა ფარშავანგი
ფანტავს ფერად ფერებსაო,
ფრინველეთის დედოფლობას
ფრიად შეიფერებსაო.
ქ
ქარი დაჰქრის ბაქი-ბუქით,
ქოხში გაკრთა ჭრაქის შუქი,
მაინც არ კრთის ციცქნა შუქრი,
თავს ეფრქვევა მთავრის შუქი.
ყ
ყანჩა -ყუნტა აყლაყუდა,
რიყე-რიყე წალაყუნდა.
აყიყინდნენ ბაყაყები,
- გადაყლაპავს ბაყბაყდევი!
ძ
ძეძვის ძირს მიძინებულმა
ძლივს გაიღვიძა ენძელამ.
ძოწისფერ მზეზე პატარძალს
ძილი უთუოდ ეძნელა.
ღ
ღობის თავზე ვეღარ ვხედავ
ღუდღუდელა ღოღნაშოსა!-
ოღროჩოღრო ღელის გაღმა
შეღრუტუნა ღორმა ღორსა.
ჯ
ჯანსუღმა და ჯმუხმა ჯარჯიმ
ჯადოქარზე გაიმარჯვეს,
ჯახი-ჯუხი აღარ გააქვს
ჯოხის ხმლებს და აბჯარ-ხანჯლებს.
ტ
ტირის მარტი,გულს უკლავ
შინ ჩაკეტილ პატარებს,
ტატას ბატი ფარფატა,
ტალახ - ტალახ ტანტალებს.
ჟ
ჟოლოს ჟვერიდან
ჟინჟღლი ჟონავს,
ჟანგისფერ
ჟირაფს
შეაჟრჟოლა.
ჭ
ჭინჭრებშუა ჭივჭავები
ჭანჭურს ჭამენ ჭიანაჭამს,
ჭრიჭინები გაჭყეპილან,
ჭინჭილებით სვამენ მაჭარს.
ჰ
- ჰარლალალე!
ჰერი!ჰერი!-
ჰასან,ბიჭო,
რა ჰანგს მღერი?
-ამ ჰანგს ჰქვია
მშობლიური,
ჰოდა,მიყვარს
ვით ჰაერი.
Комментариев нет:
Отправить комментарий